მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ის ახალი პროექტი საქართველოში პროფესიულ განათლებას $24 მილიონით დააფინანსებს

610c25458f2d2
BM.GE
06.08.21 09:45
1489
USAID-მა საქართველოში ახალი პროგრამა "პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" დაიწყო. ხუთწლიანი პროგრამის ბიუჯეტი 24 მილიონი დოლარია და ის დამსაქმებლების და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას, ასევე კერძო სექტორთან თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას და დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„აღნიშნული ინიციატივის შედეგად, ჩვენ შევქმნით არა მხოლოდ დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ მივცემთ სტიმულს მიაღწიონ წარმატებას და ჩაერთონ ეკონომიკის მზარდ განვითარებაში. გარდა ამისა, ჩვენ შევქმნით მაგალითს, თუ როგორ იქმნება უახლესი პროგრამები ბიზნესთან და დამსაქმებელთან თანამშრომლობით. პირდაპირი კავშირის დამყარება მომზადება-გადამზადების პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებს შორის საქართველოს მოქალაქეებს დღესაც და მომავალშიც მისცემს დასაქმების შესაძლებლობებს და ადგილობრივ ბიზნესებს უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური, მოთხოვნადი ადამიანური კაპიტალით,"- განაცხადა USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან (ან მინისტრის მოადგილესთან) მიხეილ ჩხენკელთან (ან თამარ ქიტიაშვილთან) ერთად ოფიციალურად გახსნა USAID-ის ახალი . აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და პროდუქტიული, მდგრადი და ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარებას, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ექსპერტებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებისთვის, რაც შემდგომში სამსახურის მაძიებლებს ეკონომიკის ზრდად სექტორებში დასაქმებაში დაეხმარება.

USAID-ის ინფორმაციით, პროგრამის სამიზნე ჯგუფები მოიცავს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ქალების, ახალგაზრდების და ეთნიკური უმცირესობების ჩათვლით.

“USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობების შედეგად, 4,800 პირი ჩაერთვება მომზადება-გადამზადების პროგრამებში; სულ მცირე, 3,840 პირი დასაქმდება ან გაიუმჯობესებს სამუშაო პირობებს; 30 ბიზნესი დაამყარებს გრძელვადიან პარტნიორობას ტრენინგების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან; თანადაფინანსების გზით 6.99 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება მოხდება კერძო და საჯარო სექტორებიდან; გადამზადებულთა 35% იქნება სოფლად მცხოვრები მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობები, ხოლო, სულ მცირე, 45% - ქალები,”- ნათქვამია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.