მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID საქართველოს სკოლებში $7-მილიონიანი პროექტის განხორციელებას იწყებს

5e32c98325585
BM.GE
30.01.20 16:15
798
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს სკოლებში 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელებას იწყებს. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ USAID-ის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

პროექტის მიზანს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება წარმოადგენს. ასევე, პროექტის ფარგლებში იგეგმება საქართველოს უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, რაც მომავალში სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, დაწყებით კლასებში მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რადგან ადრეული ასაკიდან მიღებული ცოდნა აისახება ბავშვის განვითარების შემდგომ საფეხურებზე. მხარეებმა განათლების კომპლექსური რეფორმის კონცეფცია და განვითარების ეტაპები განიხილეს. USAID-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პროექტს ორგანიზაცია Research Triangle Institute (RTI) განახორციელებს, პროგრამა განათლების რეფორმის მხარდამჭერი იქნება და „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვას შეუწყობს ხელს. შეხვედრის ბოლოს მონაწილეები თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ და კონკრეტული საკითხების დეტალურად განხილვის მიზნით სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებთან შეხვედრები დაგეგმეს.