მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უსამართლო სასამართლოს გამო საქართველოში უცხოური ინვესტიციები არ შემოვა - თემურ ჭყონია

5fb68f9f25b5e
ვიქტორია მღებრიშვილი
19.11.20 20:00
1125
„უსამართლო სასამართლოს გამო უცხოური ინვესტიციები არ შემოვა“, - ამის შესახებ BM.GE-ის ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.

მისი თქმით, უცხოური ინვესტიციის შემოდინების შეფერხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სასამართლოა. 

„ძირითადი მიზეზი არის სასამართლოს უსამართლობა, დაახლოებით პრობლემების 80% აქ არის“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

ყველაფერთან ერთად ბიზნესმენი პანდემიის გავლენაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მთავრობამ ამ დროს ადგილობრივ ინვესტორებს განსაკუთრებული პირობები უნდა შეუქმნას.

„შიდა რესურსიც ხომ გვაქვს? მე ვფიქრობ, რომ პანდემიის პერიოდში სახელმწიფომ შეიძლება გაბედული - რეფორმატორული ნაბიჯი გადადგას. ადგილობრივ ინვესტორებს, რომლებიც სახელმწიფოს კარნახით გააკეთებენ ინვესტიციას იმ სფეროში, სადაც სახელმწიფოს სჭირდება სიღარიბის დაძლევისათვის, პანდემიის პერიოდში ყველა გათავისუფლდეს გადასახადისგან. ხოლო, როცა პანდემია დამთავრდება, დაუბრუნდეს იმ საწყის საგადასახადო რეგულაციებს, რაც არსებობს საქართველოში“, - განაცხადა ჭყონიამ.