სამხრეთ კორეის პროკურატურამ, ალგორითმული სტეიბლკოინის, TerraUSD-ის შემქმნელი კომპანიის, Terraform Labs-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელთან, დუ კვონთან დაკავშირებული 3313 ბიტკოინის (დაახლ. $64.5 მილიონი) გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ამერიკული გამოცემის, CoinDesk-ის ინფორმაციით, საუბარია იმ კრიპტოვალუტაზე, რომელიც დუ კვონის Luna Foundation Guard-თან (LFG) დაკავშირებული კრიპტოსაფულიდან KuCoin-ისა და OKX-ის ბირჟებზე გადაირიცხა.
კრიპტოაქტივების კვლევითი კომპანიის, CryptoQuant-ის ინფორმაციით, LFG-სთან დაკავშირებული ახალი კრიპტოსაფულე, რომლიდანაც ბირჟებზე 3310 ბიტკოინი გადაირიცხა, 15 სექტემბერს შეიქმნა. „LFG-ს საკუთრებაში არსებული ბიტკოინის ახალი მისამართების დადგენა CryptoQuant-მა გადარიცხვების კანონზომიერებებით შესწავლითა და არასაჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეძლო“, - ხსნიან მკვლევრები. საინტერესოა, რომ ერთი დღით ადრე, სამხრეთ კორეის პროკურატურამ დუ კვონის დაკავების ორდერი გამოსცა.
შეგახსენებთ, რომ დუ კვონს, რომელსაც გამოძიება კაპიტალის ბაზრის კანონმდებლობის უხეშ დარღვევას ედავება, ეძებს, როგორც სამხრეთ კორეის პროკურატურა, ასევე Interpol-იც. რეალურად კი, დუ კვონისა და Terraform Labs-ის სხვა თანამშრომლების საქმიანობით გამოძიება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კომპანიის სტეიბლკოინების, TerraUSD-სა და Luna-ს კოლაფსმა კრიპტოვალუტების ბაზრიდან ინვესტორების $45-მილიარდიანი აქტივები გააქრო, სულ რაღაც 72 საათში. კრიპტოვალუტების კოლაფსის შემდეგ ბრალდების მხარეს აღმოჩნდნენ დაზარალებული ინვესტორებიც, რომელთაც დუ კვონი პირამიდული სქემის მოწყობაში დაადანაშაულეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება