მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უთანასწორობა, დაბალი პროდუქტიულობა და სამუშაოს ხარისხი - მოლინეუსი საქართველოს პრობლემებს ასახელებს

638ef2b9b6128
გიორგი თოლორდავა
06.12.22 11:48
707
ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმის წარდგენისას, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა, რომ ის აღფრთოვანებულია საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტენდენციით, თუმცა ქვეყნის წინაშე ისევ რჩება რამდენიმე ძირითადი გამოწვევა, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია, მათ შორისაა: უთანასწორობა, დაბალი პროდუქტიულობა და სამუშაოების ხარისხის ზრდის დაბალი ტემპი.

"მოხარული ვარ, რომ ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმის პრეზენტაცია მიწევს. ეს არის საქართველოს ათწლიანი გასაოცარი ისტორია. პანდემიის დადგომამდე ქვეყანას საშუალი წლიური ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში ჰქონდა და ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო იყო.

კოვიდპანდემიის შემდეგაც კი, ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც ძლიერი მაკროეკონომიკური პოლიტიკითა და ბიზნესსექტორის რეფორმითაა განპირობებული.

მიუხედავად ყველაფრისა, რჩება რამდენიმე გადასაჭრელი პრობლემა. პირველია უთანასწორობა, განსაკუთრებით ქვეყნის რეგიონებში. მეორეა დაბალი პროდუქტიულობა და ბოლო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქვეყანაში სამუშაოების ხარისხი საჭირო ტემპით არ იზრდება სხვა სახელმწიფოებთან შედარებით", - განაცხადა მოლინეუსმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები