მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვადის გახანგრძლივება არის მთავრობის მორიგი ტყული, რადგან ვადა ისედაც წლის ბოლომდე იყო"

5da731ff60dd7
შოთა ტყეშელაშვილი
16.10.19 19:12
961
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მთავრობის განცხადება იმის თაობაზე, რომ კონსორციუმს კონტრაქტი 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდება, არის სიცრუე. ხაზარაძე ამბობს, რომ კონსორციუმს ვადა ისედაც 31 დეკემბრამდე აქვს მინიჭებული.

“ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პრესკონფერენციაზე ანაკლიის კონსორციუმის მიმართ ვადების გაგრძელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. მე მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ რომ ეს არის კიდევ ერთი, მორიგი ტყუილი, რამეთუ ვადა უკვე გაგრძელებული იყო 2019 წლის 31 დეკემბერამდე და არანაირი ახალი ვადის გაგრძელება არ მომხდარა. ეს არის მოსახლეობის და ანაკლიის გულშემატკივრების შეცდომაში შეყვანა, რომელსაც უკვე წელიწადნახევარია ჩვენი ხელისუფლება, მისი სხვადასხვა უწყებები ასე ინტენსიურად აკეთებენ. 15 ოქტომბერი იყო  ინვესტორების წარდგენის ვადა. აქვე მინდა ვუთხრა მაყურებელს, რომ მე და ბადრი ჯაფარიძემ დავტოვეთ კომპანია სექტემბერში, დავტოვეთ შეგნებულად, რომ ჩამოვცილებოდით და ხელი შეგვეწყო კომპანიის ახალი სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორებისა და სახელმწიფოს შორის ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე. იცით, რომ პროექტი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის. სამწუხაროდ, თქვენ გუშინ მოისმინეთ, რომ არათუ კონსტრუქციული დიალოგი, არამედ ინვესტორების გაყრა მოხდა და შესასაბისად, ეს ნარატივი, რომ სახელმწიფო კიდევ ერთხელ აგრძელებს ვადას, რომ თითქოს ჩვენ ინვესტიცია ვერ მოვიტანეთ და სახელმწიფო აქედან გამომდინარე ვადას აგრძელებს, არ შეესაბამება სიმართლეს", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მაია ცქიტიშვილმა კონსორციუმს კაპიტალის მოძიებისა და $400 მილიონის მოცულობის სესხზებზე წინასწარი თანხმობის მოპოვებისთვის ვადა 31 დეკემბრამდე მისცა. ლევან ახვლედიანის თქმით, ამ ეტაპზე ვადებზე საუბარი არაკონსტრუქციული იქნება და მთავარ პრიორიტეტს მთავრობას, კონსორციუმს, ახალ ინვესტორებსა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის საქმიანი დიალოგის უზრუნველყოფა წარმოადგენს.