17.ივნისი .2021 12:05

ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციაში მერია 11,5 მლნ ლარს იხდის

ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციაში მერია 11,5 მლნ ლარს იხდის
views 1027
უკან

თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაობის განხორციელებაზე სახელმწიფო შესყიდვა გუშინ გამოაცხადა.
შეთავაზებების მიღება აღნიშნულ შესყიდვაზე 2 ივლისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება.

როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიმწოდებელმა ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 510 დღის ვადაში უნდა დაასრულოს და საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში აწარმოოს.

პროექტის დაფინანსების წყარო 2021-2022 თბილისის ბიუჯეტია - 2021 წელი - 3 000 000,00 ლარი, 2022 წელი - 8 563 373,00 ლარი.

რეაბილიტაციის ფარგლებში კასკადის პირვანდელი ისტორიული იერსახე შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროექტი კასკადის პირვანდელი ვერსიის არქიტექტორის მემკვიდრეებთან იქნა განხილული. ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია შპს „ელემსიმ" მოამზადა. 


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა