მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან ბანკების შემოსავალი 30%-ით გაიზარდა და 177 მლნ-ია

5f16b9cbabee2
შოთა ტყეშელაშვილი
21.07.20 18:08
921
2020 წლის პირველ ნახევარში ქართული ბანკების მიერ ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა 177.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 30%-ით მეტია. 

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ვალუტის კონვერსიის ოპერაციები კომერციული ბანკებისთვის ერთ-ერთი წამყვანი არასაპროცენტო შემოსავალია. COVID-19-ის კრიზისის ფონზე მნიშვნელოვნად არის შემცირებული შემოსავალი ჯარიმებიდან და საურავებიდან რაც 21.3 მილიონ ლარს შეადგენს. წლიურ ჭრილში კლება 56%-ია. ხოლო სხვადასხვა სახის საკომისიოებიდან მიღებული შემოსავალი კი 135.7 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში 21%-ით არის შემცირებული. 

საკომისიოების მიმართულებით შემოსავლების კლება პირველ რიგში უკავშირდება ბანკების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც COVID-19-ის პერიოდში მომსახურებათა მრავალ კატეგორიაზე ფიქსირებული საკომისიო გადასახადი შემცირდა. 

უფრო დეტალურად ქართული ბანკების ფინანსური შედეგების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.