მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ბანკებში 46.8 მილიარდი ლარის დეპოზიტებს ინახავენ

64bfe0966e5ff
BM.GE
25.07.23 23:00
921
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის თანახმად, კომერციული ბანკებში განთავსებული დეპოზუტების მოცულობა 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 1.31 მილიარდი ლარით (2.9%-ით) გაიზარდა და მან 46.8 მილიარდ ლარს მიაღწია. შედარებისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკებში დაცული დეპოზიტების მოცულობა 38.3 მილიარდი ლარი იყო.

სებ-ის თანახმად, ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.45% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.91%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.47%.

“ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 1.50 მლნ ლარით, ანუ 0.01%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.53%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.31 მლრდ ლარით, ანუ 4.74%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.93%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის ივნისის ბოლოსათვის 49.23 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.28 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.05 პროცენტული პუნქტით).

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.36%, ხოლო ევროს წილმა 19.17% შეადგინა,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები