მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის 2022 წლის გეგმის განახლებაზე მუშაობა მთავრდება - ამირან გამყრელიძე

61dd4fa31f3e2
ვიქტორია მღებრიშვილი
11.01.22 14:15
768
„წელს, ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა ავცრათ, რომ ჯანმო-ს ინდიკატორზე გავიდეთ", - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ვერ შესრულდა და 60%-ის ნაცვლად წლის ბოლოსთვის 40% იყო აცრილი, BM.GE-მ NCDC-ის ხელმძღვანელს ჰკითხა - რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ვაქცინაციის ახალი სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად და ხომ არ იგეგმება დამატებითი წამახალისებელი მექანიზმების ამოქმედება, მაგალითად, 200-ლარიანი წახალისების ბუსტერ-დოზებზეც გავრცელება.

ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვაქცინაცია კოვიდთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ იარაღად რჩება და სახელმწიფომ მოსახლეობის განწყობებზე უნდა იმუშაოს.

„ახლა 2022 წლის საყოველთაო ვაქცინაციის გეგმის განახლებაზე მუშაობა მთავრდება. თქვენ მიერ დასმული კითხვები და საკითხები რელევანტურია და ასახულია წინასწარ გეგმაში. როგორ და რა ფორმით დამტკიცდება გეგმა, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. მას ჯერ ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს და შემდეგ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო.

ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ და გამოცდილება მივიღეთ; ვიცით როგორია განწყობა და უნდა ვიმუშაოთ, რადგან ვაქცინის გარეშე... იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია 70-80%-ია, „ომიკრონის“ გავრცელება უფრო ადვილი იქნება, ხოლო სადაც მოსახლეობის მოცვა ნაკლებია, ჩვენთან 40%-ია მოზრდილი მოსახლეობის მოცვა, რა თქმა უნდა, პრობლემა შეიძლება მეტი იყოს. ვაქცინა სხვა პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად მაინც მთავარ იარაღად რჩება და ველით, რომ ალბათ, მომდევნო ორი თვის განმავლობაში პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული წამლებიც იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.