მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის დაწყებიდან 4 კვირაში საქართველოში 17 261 ადამიანია აცრილი - NCDC

60706982cfb8c
ინგა მურუსიძე
09.04.21 19:00
711
დღეისთვის საქართველოში 17 261 ადამიანია აცრილი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად საჭიროა რეგისტრაცია booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკვა ნომერზე 1522.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ამჟამად კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ორი ვაქცინით მიმდინარეობს, „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“. ქვეყანაში შემოტანილია ასევე ჩინური „სინოფარმიც“, თუმცა ამ ვაქცინით აცრა მანამ, სანამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია "სინოფარმს" ავტორიზაციას არ მისცემს, ამ ეტაპზე დაშვებული არ არის.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია დაშვებულია მედიკოსებისა და 55 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის.