კავკასიის რეგიონში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სებასტიან მოლინეუსმა გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, წელს ეკონომიკური ზრდა რამდენიმე ძირითად ფაქტორზე, მათ შორის პანდემიის ახალი ტალღების თავიდან არიდებაზე, ასევე ვაქცინაციის პროცესის წარმატებასა და ტურიზმის სექტორზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, სებასტიან მოლინეუსი აღნიშნავს, რომ თავად ტურიზმის სექტორიც მნიშვნელოვანწილად სწორედ ვაქციაციაზე არის დამოკიდებული.
“დარწმუნებული ვარ, 2021 წელი და შემდგომი წლები იქნება აღდგენის წლები. ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკა მარტში 4%-ით გაიზარდა; ვხედავთ პოზიტიურ ტრენდს გადასახადების შეგროვების და ენერგიის მოხმარების მიმართულებით. ყველა ეს ასპექტი მიანიშნებს აღდგენაზე. ჩვენი საბაზო პრონოზით, წელს აღდგენა იქნება 4%, ხოლო 2022 წლის ბოლოს ველით COVID-19-მდე არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპთან დაბრუნებას, თუმცა საბაზო სცენარის გარდა არსებობს ნეგატიური და პოზიტიური სცენარებიც - ეს კი დამოკიდებული იქნება იმაზე, გვექნება თუ არა პანდემიის ახალი ტალღები. ასევე ეს დამოკიდებულია ვაქცინაციის ტემპზე, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორისთვის", - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.
2021 წლის აპრილში საქართველომ ტურიზმიდან $49.9 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც პანდემიის დაწყების შემდგომ რეკორდული მაჩვენებელია. აპრილში საქართველოში სულ 82,519 საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 2020 წელთან შედარებით 140%-ით არის გაზრდილი.
ეს მატება ძირითადად საავიაციო მიმოსვლის გააქტიურების შედეგია, რადგან ვიზიტორთა ნაკადის 40% სწორედ ავიამიმოსვლაზე მოდიოდა. იმას, თუ რა თანხა დახარჯეს ამ ვიზიტორებმა საქართველოში ეროვნული ბანკი ითვლის, რომლის ანგარიშის თანახმადაც, ტურისტულმა შემოსავალმა $49.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის აპრილის ტურისტულ შემოსავალთან შედარებით 487%-ით მეტია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი