ჩვენ გვჭირდება სერბეთი ჩვენს მხარეს, რომ დაგვეხმაროს ჩვენ მიერ [რუსეთის წინააღმდეგ] დაწესებული სანქციების სათანადოდ აღსრულებაში, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ სერბეთში ვიზიტისას განაცხადა.
სერბეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მხოლოდ რეფორმების გატარება არ იქნება საკმარისი.
„არ შემიძლია დავმალო, რომ უკრაინაში რუსეთის ომს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე გავლენა აქვს“, - განაცხადა ვარჰეიმ.
მისივე თქმით, სერბეთის მთავრობასთან მან განიხილა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი.
„გასულ წელს, ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები, კანონის უზენაესობის კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები აღიარებულ იქნა. ახლა ჩვენ უნდა განვახორციელოთ ეს რეფორმები. ასევე გვჭირდება ახალი ამოცანებიც. ჩვენ უნდა დავასრულოთ, მაგალითად, მედიის სტრატეგიის ნაწილი, რადგან მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი შემდეგი ნაბიჯისთვის.
ჩვენ გვჭირდება მკაფიო მესიჯები და მოქმედებები ამის დასადასტურებლად.
მაგრამ ვერ დავმალავ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში ასევე გავლენას ახდენს გაწევრიანების მოლაპარაკებებზე. კანონის უზენაესობის კუთხით შემდგომი პროგრესი აუცილებელია, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან მორგება ასევე ბევრად უფრო ძლიერ როლს თამაშობს, ვიდრე ადრე. იმიტომ რომ ევროპა ამ ომით არის დაზარალებული.
რადგან ის, რაც თავდასხმას განიცდის, ჩვენი კონტინენტის მშვიდობა და უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ გვჭირდება სერბეთი, კანდიდატი ქვეყანა - ქვეყანა, რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებებს წევრობისთვის. ჩვენ ძლიერ მოკავშირედ მივიჩნევთ სერბეთს. სწორედ ამიტომ გვჭირდება სერბეთი ჩვენ გვერდით, იყოს ჩვენთან და ასევე დაგვეხმაროს ჩვენი სანქციების სათანადოდ აღსრულებაში.
სწორედ ამიტომ, მე განსაკუთრებით მივესალმები პრეზიდენტის გზავნილს და მკაფიო ვალდებულებას, სანქციების აღსრულებაში, რომელიც ჩვენ აგრესორის დასამარცხებლად გვაქვს", - განაცხადა ევროკომისარმა.
შეგახსენებთ, სერბეთმა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2014 წლის იანვარში დაიწყო. თუმცა, ამ დრომდე ნელი პროგრესი აქვს. მიმდინარე წლის სექტემბერში ევროპარლამენტმა მოითხოვა სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება მანამ, სანამ ბელგრადი უარს იტყვის შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი