ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში 500-მდე სამხედრო მოსამსახურემ საცხოვრებელი ბინა მიიღო.
ბინები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდათ. საცხოვრებელი ფართების განაწილება კენჭისყრით მოხდა.
მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში კეთილმოეწყობა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, ასევე გაკეთდება პანდუსები შშმ პირებისთვის.
„იმ პირების საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება, ვინც იმსახურა და კონტრაქტი დაასრულა, თავდაცვის სამინისტრომ 2007 წელს აიღო. აღნიშნული ვალდებულების შესულება კი 2013 წელს დაიწყო. 2013 წლიდან დღემდე, ეტაპობრივად საკუთრებაში 1 562 ოჯახს გადაეცა ბინა. 500-მდე სამხედრო მოსამსახურისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემით თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად ასრულებს“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.
სამხედრო მოსამსახურეებს ბინები პრემიერ-მინისტრმა გადასცა.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო, მემუშავა თავდაცვის მინისტრის რანგში და მემსახურა თქვენთვის; დღეს ჩვენ საზეიმოდ გადავცემთ 500-მდე ოჯახს ბინებს, რომლებიც აქ ავაშენეთ, ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან 2007 წელს აღებული ვალდებულება, რომლის შესრულება ხელისუფლებაში ჩვენი პოლიტიკური გუნდის მოსვლის შემდეგ დაიწყო“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენო საამაყო ჯარისკაცებო, ყველას მოგესალმებით, მივესალმები თქვენს ოჯახებს, შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს, მინდა, დიდი პატივისცემა დაგიდასტუროთ და მადლიერება ყველაფრისთვის, რასაც თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებთ; ჩემთვის დიდი პატივი იყო, მემუშავა თავდაცვის მინისტრის რანგში და მემსახურა თქვენთვის; დღეს ჩვენ საზეიმოდ გადავცემთ 500-მდე ოჯახს ბინებს, რომლებიც აქ ავაშენეთ. მოგეხსენებათ, ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან 2007 წელს აღებული ვალდებულება, რომლის შესრულება სამწუხაროდ, ცოტა მოგვიანებით დაიწყო, მას შემდეგ, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში. ვიცი, რომ გარკვეული შეფერხებაც იყო ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ მოვედით, ვთქვით და გავაკეთეთ და დღეს 500-მდე ოჯახს გადაეცემა ბინები“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე