20.აპრილი .2021 09:00

ვასილ ხოდელი: შევქმენით ფუნდამენტი, რომ უფრო სწრაფი ნაბიჯებით ვიაროთ წინ

ვასილ ხოდელი: შევქმენით ფუნდამენტი, რომ უფრო სწრაფი ნაბიჯებით ვიაროთ წინ
views 251
უკან

ე.წ. საბანკო რეგულაციები და „ლიბერთის“ ბიზნესმოდელის გადალაგება - ვასილ ხოდელმა Forbes Talks-ში 2018-2019 წლებში „ლიბერთი ბანკის“ მოგებიანობის შემცირების 2 მთავარი ფაქტორი დაასახელა.

ბანკის გენერალური დირექტორის თქმით, 2018-2019 წლები არამარტო "ლიბერთისთვის", არამედ სხვა ბანკებისთვისაც მოგებიანობის შემცირების წლები იყო.

„ეს ის პერიოდია, როდესაც ახალი საბანკო რეგულაციების შემოღება დაიწყო - საპროცენტო განაკვეთებზე ჭერის დაწესება და ე.წ. PTI-ს ანუ ყოველთვიური გადასახდელის განკარგვად შემოსავალთან თანაფარდობის შემოღება, რამაც ერთი მხრივ, დაკრედიტება გარკვეული დოზით შეზღუდა, უფრო სწორად ჩარჩოში მოაქცია და მეორე მხრივ, მაღალმარჟიანი პროდუქტები შეამცირა.

ამავე დროს, ეს ის პერიოდია, როდესაც „ლიბერთის“ თავისი ბიზნესმოდელის გადალაგება უწევდა. ამ პერიოდში „ლიბერთიმ“ გაბედა და ინფრასტრუქტურის გამოცვლის, გაძლიერების და ამ მიმართულებით შესაბამისი გუნდების გააძლიერების კუთხით საკმაოდ კარგი ნაბიჯები გადადგა.

მაგალითისთვის, „ლიბერთიმ“ ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში არცერთ ბანკს არ გაუკეთებია; ეს მისი CORE სისტემების გამოცვალაა. გაძლიერდა ინფორმაციული ტექნოლოგიების გუნდი. ამ მიმართულებით X რაოდენობა გვყავდა დასაქმებული, დღეს კი 250-ზე მეტი ადამიანი გვყავს. ამასთანავე, ნულიდან შეიქმნა ახალი ინტერნეტ და მობაილბანკების პლატფორმა, რამაც გარკვეულწილად ხარჯების ზრდაც გამოიწვია და გარკვეული შედეგიც მივიღეთ. ჩვენ შევქმენით ფუნდამენტი, რომ უფრო სწრაფი ნაბიჯებით ვიაროთ წინ, რამაც, შესაბამისად, 2018-2019 წლებში ასახვა ჰპოვა“, - განაცხადა ხოდელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა