მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ბუცხრიკიძე: ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობა საჭიროა

613b810c1fb00
თელარა გელანტია
11.09.21 20:15
732
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის აზრით, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობა საჭიროა. როგორც მან bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ბიზნესომბუდსმენის რგოლის საჭიროება, განსაკუთარებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არის მნიშვნელოვანი.

„რა თქმა უნდა, ბიზნესომბუდსმენი აუცილებლად არის საჭირო. კომუნიკაციისთვის ის აუცილებელი ელემენტია. რა თქმა უნდა, უშუალოდ ისეთი მსხვილი ბიზნესისთვის როგორც თიბისის ბანკია, შეიძლება ეს რგოლი მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ ვფიქრობ, საშუალო და მცირე ბიზნესისთვის საჭიროა“, - აღნიშნა ბუცხრიკიძემ.

ამასთან, მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის ხარისხზე საუბრისას მან დადებითად შეაფასა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ და საბანკო ასოციაციის მუშაობა.

„საქართველოს საბანკო ასოციაცია კარგად კოორდინირებს ყველ სახელმწიფო შტოსთან - ეს იქნება პარლამენტი, მთავრობა თუ სებ-ი. რაც შეეხება მთავრობასთან შეხვედრებს და მთლიანად ბიზნეს აქტიურობას, აქ შეიძლება ალბათ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გამოიყოს, რომელიც საკმადო კოორდინირებულად მუშაობს და ბევრ მნიშვნელოვან საქმეს განიხილავს“, - დასძინა ვახტან ბუცხრიკიძემ.



შეგახსენებთ: 1 წელი გავიდა, რაც ბიზნესომბუდსმენის პოსტი ვაკანტურია და მას შემდეგ, რაც მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გადაინაცვლა, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას მისი მოადგილე ნინო კვეტენაძე ასრულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის 17 თებერვალს 10-მა ბიზნესგაერთიანებამ, მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის და დაფინანსების წყაროს მოდელის შეცვლაც შესთავაზა, თუმცა 18 თებერვალს გახარია მოულოდნელად გადადგა და ეს საკითხიც „გაიყინა“. ბიზნესომბუდსმენის თუნდაც არსებული წესი შესარჩევად, ჯერჯერობით, ვერც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოიცალა.