მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ბუცხრიკიძე: ვფიქრობ, ბიზნესში ეიფორიული განწყობა IV კვარტალში დაიწყება

60b37be3a4b52
თელარა გელანტია
30.05.21 16:35
1316
„ვფიქრობ, ბიზნესში ეიფორიული განწყობა IV კვარტალში დაიწყება“ - ასე უპასუხა „თიბისი ბანკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ "Forbes კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში გიორგი ისაკაძის კითხვას - „როგორი მოლოდინები აქვს ხვალისთვის“.

ბანკირი აცხადებს, რომ წლევანდელ წელს ძალიან ოპტიმისტურად უყურებს, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კი აქცენტს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელობაზე აკეთებს.

„ოპტიმისტურად ვუყურებ 2021 წელს და როდესაც ეკონომიკის ზრდის ტენდენცია გამოჩნდება, რაც უკვე დაიწყო, ბიზნესი ძალიან ემოციურია და მალევე მიჰყვება... ვფიქრობ, ეიფორიული განწყობა ბიზნესში მეოთხე კვარტალში დაიწყება ან 2022 წლის პირველ კვარტალში. შინაგანი განწყობა მკარნახობს რომ ასე მოხდება; 2022 წლისთვის ეკონომიკის საკმაოდ დიდ ზრდას ველი. რაც შეეხება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივას და პროგნოზებს, აქ უკვე მივდივართ ინსტიტუციონალურ განვითარებასთან ანუ ის საკითხები, რაც ქვეყანას აქვს მოსაგვარებელი, ალბათ უნდა მოგვარდეს და ამ მიმართულებით სწრაფი ნაბიჯები იქნება გადასადგმელი“, - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.