მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვცდილობთ, შევინარჩუნოთ თანამშრომლები" - ჩოჩელის თქმით, "ზედაზენი" 15%-იან დატვირთვაზეა

5e7a0f2b75de1
ვიქტორია მღებრიშვილი
25.03.20 10:15
1316
"ზედაზენის“ ქარხნები, დაახლოებით, 25%-იანი დატვირთვით მუშაობს“, - ამის შესახებ BM.GE-ის სააქციო საზოგადოება "ქართული ლუდის კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელმა განუცხადა.

მისი შეფასებით, ქვეყანაში კორონავირუსიდან გამომადინარე, რთული მდგომარეობაა შექმნილი და კომპანიის მთავარ საფიქრალს დასაქმებული კადრების შენარჩუნება წარმოადგენს. როგორც ჩოჩელი ამბობს, ბიზნესები ახალი კორონავირუსით დადგენილი დღის წესრიგზე გადაწყობის პროცესში არიან.

„საკმაოდ მძიმე ვითარებაა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ თანამშრომლები და სამუშაო ადგილები, არ ვიცი როდემდე შევძლებთ ამას, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ვცდილობთ. ძალიან დაბალი დატვირთვით მუშაობს ქარხნები, დაახლოებით - 25%-იანი დატვირთვით. წარმოებაში დასაქმებული თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა ცოტა რთულია; ჩვენთან დაახლოებით, 1 200 ადამიანია დასაქმებული. აქედან დისტანციურზე გადაყვანა მხოლოდ 40 თანამშრომლის შეიძლება, რომელიც ოფისში მუშაობს. ეს პრაქტიკული საქმეა და პროდუქციას დისტანციურად ვერ შექმნი. ვართ ბიზნესის გადაწყობის პროცესში. პირველი ამოცანა ისაა რომ თანამშრომლებმა არ დაკარგონ სამუშაო ადგილები. მეორე ამოცანა კი ის იქნება, როგორ დავაღწიოთ თავი ეკონომიკურ პრობლემებს ჯანდაცვის პრობლემასთან ერთად, იმიტომ რომ, როგორც სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი, ასე მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ჩვენი დასაქმებულების ჯანმრთელობა. საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, არამხოლოდ ჩვენი, არამედ ქვეყანაში მოქმედი ყველა წარმოება“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

ცეზარ ჩოჩელი ამბობს, რომ წარმოება მკვეთრად შემცირდა, თუმცა ზუსტი რიცხვები აპრილის ბოლოსთვის იქნება ცნობილი. როგორ აპირებს ბიზნესის გაგრძელებას, ამ კითხვაზე პასუხისგან ის თავს იკავებს და ამბობს, რომ გადაწყობის პროცესში სხვადასხვა პროექტის განხილვა ხდება, თუმცა რომელი მიმართულებით წავლენ, ამის თქმა დღეს არ შეუძლია.

"რამდენად შემცირდა წარმოება, ზუსტად ახლა ვერ გეტყვით, ამის ანალიზი, დაახლოებით, აპრილის პირველ რიცხვებში გვექნება. დღეისათვის სხვა პრობლემებით ვართ დაკავებული - ვმუშაობთ სხვადასხვა პროექტზე, რათა ეს კრიზისული პერიოდი წარმატებით გადავლახოთ. ეს დღევანდელი კრიზისი არ არის. ვფიქრობ, როდესაც კრიზისი გადაივლის, ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დადგება. ამ ეტაპზე ბევრი გონივრული ნაბიჯია გადასადგმელი იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ, რათა უმუშევრობა მძიმე ტვირთად არ დააწვეს ქვეყნის ეკომომიკას. - უთხრა BM.GE-ის ცეზარ ჩოჩელმა.