მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს ზედაზენს

647608480ac0a
შოთა ტყეშელაშვილი
31.05.23 10:16
2026
საქართველოში ლუდის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიამ “ზედაზენმა” ანუ სს “ქართული ლუდის კომპანიამ” 2022 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.

2022 წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა 102.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 26.8 მილიონი ლარით მეტი იყო. ამასთან, 2021 წელს კომპანია 2-მილიონიან მოგებაზე იყო, რაც 2022 წელს 11.6 მილიონამდე გაიზარდა.

ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ზედაზენის 102.7-მილიონიანი შემოსავლის 83% ადგილობრივ ბაზარზე არსებული გაყიდვებიდან ჰქონდა, 17% კი პროდუქციის ექსპორტირებიდან მიღებული შემოსავალი იყო.

ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანიისთვის რეალიზებული საქონლის თვითღირებულებამ 64 მილიონი ლარი შეადგინა.

გაყიდვების ხარჯმა “ზედაზენისთვის” 13.1 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან რეკლამისა და მარკეტინგის ხარჯები 3.3 მილიონი ლარი, ძირითადი საშუალებების ცვეთა 4.3 მილიონი ლარი, როიალტი 2.4 მილიონი ლარი, დისტრიბუციის ხარჯები კი 1.5 მილიონი ლარი. 2022 წელს კომპანიის საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები 8.9 მილიონი ლარი იყო.

კომპანიის მესაკუთრეები:

2021 წლისა და 2022 წლის 31 დეკემბრისთვის “ქართული ლუდის კომპანიის“ უშუალო და საბოლოო მშობელი კომპანია იყო შპს „მიქსორი“ (63.5%). ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიის“ დანარჩენ აქციებს ფლობს შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ჰოლდინგი“ (24.11%) და შპს „პსპ ფარმა“ (12.39%).

2021 წლისა და 2022 წლის 31 დეკემბრისთვის შპს „მიქსორის“ მფლობელები, ბატონი ცეზარ ჩოჩელი, ქალბატონი იზოლდა ჩარიგოგდიშვილი და ს.ს. ქიისთოუნ ინვესთმენთს“, ფლობდნენ ამ კომპანიის აქციების 42.12%-ს, 42.13%-სა და 15.75%-ს, შესაბამისად. კომპანიას არ გააჩნია საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი,”- ნათქვამია PWC-ის მიერ მომზადებულ აუდიტორულ ანგარიშში.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “ზედაზენის”, ანუ სს “ქართული ლუდის კომპანიის” აქტივების მოცულობა 2022 წლის 31 დეკემბრისთვის 154.6 მილიონ ლარს შეადგენდა. ვალდებულებები კი 84 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები