ტურიზმის სეზონის გააქტიურების, საჰაერო და სახმელეთო საზღვრების გახსნის შემდეგ ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედმა კომპანიებმა მომხმარებლის მიღება და მათთვის სერვისის შეთავაზება განაახლეს. გახსნის შემდეგ ტურისტული კომპანიების, რესტორნების და კვების ობიექტების ხელმძღვანელებმა ინდუსტრიაში პანდემიის შემდეგ კადრების დეფიციტის შესახებ დაიწყეს საუბარი. შესაბამისად დღეს ბიზნეს სუბიექტები ტურიზმის აღდგენის პარალელურად, სამუშაო ადგილების აღდგენას და დასაქმებულთა რაოდენობის პანდემიამდელ მდგომარეობაზე დაბრუნებას ცდილობენ. ბოლო პერიოდში სასტუმროები რეგიონებში მასშტაბურ დასაქმების ფორუმებს აწყობენ და გამოცდილი კადრების ჩანაცვლებას ახალი, გამოუცდელი, თუმცა განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებით ცდილობენ.
ერთ-ერთი ასეთი Inn Group-ია, რომელიც თბილისსა და მთის კურორტებზე 4 სასტუმროს მართავს. დღეს კომპანია 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და ფორუმების საშუალებით კადრების გაზრდას 300-მდე გეგმავს. Inn Group ახალციხეში დასაქმების ფორუმში იყო ჩართული.
როგორც BM.GE-ის სასტუმროების ქსელის მმართველი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ აცხადებს, ახალციხეში გამართულ ფორუმში მათი კომპანიის მიმართ ინტერესი დასაქმების მსურველმა კომპანიამ გამოხატა, თუმცა რიგი მიზეზების გამო რეალური დასაქმების მსურველის რაოდენობა მცირეა.
„ახალციხეში გამართულ დასაქმების ფორუმზე ჩვენი კომპანიის მიმართ ინტერესი დიდი იყო, თუმცა ძალიან ბევრ ადამიანს ბაკურიანში, ადგილმდებარეობის გამო მუშაობა არ აწყობდა, მეორეც არც არის ისეთი კადრები, რომელიც შეიძლება დავასაქმოთ. კვალიფიციურ კადრებზეც აღარ არის საუბარი, ვეძებთ კადრებს, რომლებიც გაზრდას და განვითარებას შეძლებენ. არის შემთხვევები, როდესაც ენებიც არ იციან და შესაბამისად 50 დაინტერესებული პირიდან ალბათ 3 ადამიანს თუ შევარჩევთ. ამიტომ დასაქმების ფორუმის ჩატარებას ბორჯომშიც ვაპირებთ. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ შესაბამისი კადრების შერჩევას“, - აღნიშნავს Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ერეკლე კოკაია ინდუსტრიიდან კადრების გადინების მიზეზებსაც განმარტავს და აღნიშნავს, რომ კომპანიამ არსებული მდგომარეობის გამო დასაქმებულებისთვის ხელფასების მომატება, მცირედით, მაგრამ მაინც შეძლო.
„კადრები მართლაც ძალიან შემცირებულია. საქმე ისაა, რომ რადგან კომპანიებს შემოსავლები აღარ აქვთ, არც ხელფასების გაზრდის საშუალება აქვთ; ამასთან ლარის კურსი იმდენად გაუფასურდა, რომ ინდუსტრიაში მუშაობა სამუშაოს მაძიებელთათვის მიმზიდველი აღარ არის. Inn Group-ში შემცირებული შემოსვლების მიუხედავად, ჩვენს ხარჯებს გავახედეთ და ხარჯები ხელფასების ნაწილში 10-15%-ით გავზარდეთ. შესაბამისად ყველაზე მოთხოვნად პროფესიებზე, იქნება ეს დიასახლისობა თუ მიმტანობა, უფრო მაღალი ანაზღაურების მიცემა შეგვიძლია“, - უთხრა BM.GE-ს ერეკლე კოკაიამ.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი