მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაკურიანში თოვლი არაა, გათოვლიანებაა საჭირო" - ბიზნესის წუხილი და MTA-ს პასუხი

63b81dc48f2b5
გიგა ბენია
06.01.23 17:16
5978
"ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანება გვჭირდება, თორემ სეზონი ჩავარდება", - ამის შესახებ BMG-ის Inn Group-ის ხელმძღვანელმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა. კოკაია აღნიშნავს, რომ ბაკურიანში დამსვენებლების რაოდენობა მაღალია, თუმცა თოვლის არარსებობის გამო, უცხოელი ტურისტები კურორტზე ჩასვლისგან თავს იკავებენ.

"ჩვენი მთავარი გამოწვევა ამინდია, თოვლი არ გვაქვს. დამსვენებლების მხრიდან ინტერესია, თუმცა თოვლი თუ არ მოვიდა, სეზონი ჩავარდება. ისეთი ამინდებია, ხელოვნური გათოვლიანება შესაძლებელია, თუმცა რატომ არ რთავენ, გაუგებარია",-აღნიშნავს ერეკლე კოკაია.

Inn Group-ის საპასუხოდ, მთის ტრასების სააგენტოში აცხადებენ, რომ ხელოვნურ გათოვლიანებას ბაკურიანში არსებული ამინდი ხელს არ უწყობს. როგორც bm.ge-ს სააგენტოში განუცხადეს, სანამ ტემპერატურა მინუს გრადუსამდე არ ჩამოვა, გათოვლიანება ვერ დაიწყება.

"გუშინ და გუშინწინ ისეთი ტემპერატურა იყო, ტესტირება ვერ დავიწყეთ. ყველაფერი დამონტაჟებული გვაქვს, მაგრამ კლიმატი ხელს არ გვიწყობს. გეგმის მიხედვით, გათოვლიანების ტესტირება ამ შაბათ-კვირას უნდა დავიწყოთ", - აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის, გასული თვის დასაწყისში „საქართველოს სათხილამურო ფედერაციის“ პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ განაცხადა, რომ თუ თოვლი არ მოვიდოდა, ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანება 28 დეკემბრიდან დაიწყებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები