მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვეფხვაძე სახელმწიფო კომპანიების გასხვისებაზე: ინვესტორი მოიკიდებს ზურგზე და თან წაიღებს კომპანიას?!

5d9b56b6b8e1c
სალომე მეცხვარიშვილი
08.10.19 09:00
1093
საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ლევან ვეფხვაძე ფიქრობს, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემაც და სხვა სახელმწიფო კომპანიებიც, კერძო ინვესტორების ხელში უნდა გადავიდეს და გაიყიდოს.

მისი შეფასებით, კერძო სექტორზე უკეთ კომპანიების მართვა სახელმწიფოს ნამდვილად არ გამოსდის. ლევან ვეფხვაძე ვერ ხედავს საფრთხეს ვერც ელექტროსისტემის 100%-იანი წილის გაყიდვის შემთხვევაში.

“ახალი ინვესტორი მოიკიდებს ზურგზე და თან წაიღებს კომპანიას? ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, რომ 100%-ვე პროცენტი გაიყიდოს. ეს არის ეკონომიკური საკითხი და არა - პოლიტკური”,- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა სახელმწიფო ელექტროსისტემის შესაბამისობის აუდიტი, რომელიც 2014-2017 წლებს სწავლობს. დასკვნაში საუბარია, რომ კომპანია ზარალზე მუშაობდა, ამის პარალელურად კი, გაიცემოდა პრემიები და მისი ხელმძღვანელის ხელფასი კი ყოველწლიურად 10%-ით იმატებდა.