მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველოდებით თუნდაც 100 ავიაკომპანიას, ჩვენ მზად ვართ - TAV Georgia

63a9b0442fa77
BM.GE
26.12.22 18:39
943
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ 2022 წელს თბილისის აეროპორტი 3 მლნ მგზავრით ჩახურავს. მისივე თქმით, აეროპორტს გაუჭირდება 2023 წელს პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდეს მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“წელი ნორმალურად ჩავხურეთ. ვერ ვიტყვით რომ ძალიან კარგად, იმიტომ რომ სხვადასხვა მოვლენამ, თუნდაც უკრაინის ომმა ძალიან დიდი გავლენა იქონია, განსაკუთრებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე. თბილისში შევძელით დაგვებრუნებინა 2019 წლის მაჩვენებლის 81%, ხოლო - ბათუმში 98%. ეს ნიშნავს იმას, რომ წელს თბილისის აეროპორტი ხურავს 3 მლნ მგზავრით, ხოლო ბათუმის აეროპორტი 615 ათასი მგზავრს მოემსახურა.

რა თქმა უნდა, ეს ის მაჩვენებელი არ არის, რასაც ველოდით, მაგრამ ძალიან კარგია და ვფიქრობთ 2023 წელი იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე 2022 იყო. გვაქვს არაერთ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკება, რაზეც საუბრისგან თავს შევიკავებ, სანამ საბოლოო შეთანხმებას არ მივაღწევთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ოთხ ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ძალიან გვეხმარება სახელმწიფო და თავად მთავრობებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა ისეთი რეისები დაინიშნოს, რაც თბილისიდან არ შესრულებულა ეს არის უფრო აზიისა და ევროპის Point to Point მიმართულებები”, - აცხადებს ზაქარაძე.

"მომავალ წელს ველოდებით თუნდაც 100 ავიაკომპანიას და ბოლომდე მზად ვართ ამისთვის", - დასძინა მან.

ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს ბაზარზე ბრუნდება

თეა ზაქარაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის Master Plan-ზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. "ვფიქრობთ, იანვარში შეგვეძლება მთავრობას წარვუდგინოთ. რაც შეეხება ბათუმის აეროპორტის Master Plan-ს, თებერვალში ისიც მზად იქნება", - განაცხადა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა.