მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცე-პრემიერი საქართველო-თურქმენეთს შორის ეკონომიკური კავშირის პოტენციალს აფასებს

62d7f03ed6681
ვიქტორია მღებრიშვილი
20.07.22 18:00
777
საქართველო-თურქმენეთს შორის ტრანსპორტის სფეროში შეთანხმება გაფორმდა - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ხელმძღვანელი და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად თურქმენეთს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, ვიზიტის ფარგლებში აცხადებს, რომ თურქმენეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები აქვს.

მისი თქმით, თურქმენეთთან ტრანსპორტის სფეროში გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება კი აშხაბადთან პირდაპირი ფრენები დანიშვნის შესაძლებლობას აჩენს, რაც ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

"ორმხრივი შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება ეკონომიკაში. ასევე ხელი მოეწერა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აშხაბადთან ჩვენ პირდაპირი ფრენები დავნიშნოთ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

თურქმენეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. განვიხილეთ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ის, რომ მოიხსნას ბარიერები ქართულ პროდუქციაზე და მეტ ქართულ პროდუქტს თურქმენეთში ექსპორტის შესაძლებლობა გაუჩნდეს. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია სატრანსპორტო საკითხების განხილვა. თურქმენეთი მნიშვნელოვანი ქიმიური მრეწველობის მქონე ქვეყანაა, რომელსაც აინტერესებს საქართველოს დერეფნის გამოყენება.

საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენების მეშვეობით თავისი პროდუქციის გატანა. ეს არის დამატებითი ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობები. საუბარია რამდენიმე მილიონ ტონა დამატებით ტვირთნაკადზე საქართველოს დერეფნის გამოყენებით. ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა და იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანებში დამატებითი ტვირთები გაჩნდება თურქმენეთიდან საქართველოს მიმართულებით.

ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე. დღეს თურქმენეთი საქართველოში ნავთობ და ნავთობქიმიის პროდუქტებს აგზავნის, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველოში იაფი ენერგორესურსები შემოტანა განვიხილოთ და ამ საკითხზე ჩვენი სამინისტრო კოლეგებთან ერთად იმუშავებს მომავალშიც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.