მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვლევების შემდეგ, მთავრობა ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყებას 2024 წლიდან გეგმავს

647ddc9eb6eaa
ვიქტორია მღებრიშვილი
05.06.23 17:05
576
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მოკვლევის შემდეგ მიიღებს, თუმცა ხელისუფლებაში ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყებას 2024 წლის დასაწყისიდან იმედოვნებენ. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობა ავიაციის და აეროპორტების განვითარების ორ ვერსიას განიხილავს, საიდანაც ერთ-ერთი არსებული აეროპორტის გაფართოება შეზღუდულია. მეორე კი ახალი აეროპორტის მშენებლობაა. დავითაშვილის ინფორმაციით, ახალ აეროპორტთან დაკავშირებით, სამუშაოები უწყებამ გასულ წელს დაიწყო და დარგის განვითარების ვარიანტები ქვეყანაში მგზავრთნაკადის ზრდის პერსპექტივებიდან გამომდინარე გაკეთდა, რომელიც ხელისუფლების შეფასებით, ოპტიმისტურია.

აეროპორტის ახალ პროექტზე საუბრისას, ჩვენი გეგმა მოკლევადიანი ვერ იქნებოდა, ამიტომ ახალ აეროპორტთან მიმართებით 2030 წელზე გათვლა პასუხისმგებლიანი მიდგომა არ იქნებოდა. ჩვენი გათვლებით 2050 წლამდე იმ შესაძლებლობებს უნდა ემყარებოდეს, რომელიც აეროპორტს უნდა ჰქონდეს. ასევე დავინახეთ როგორია დინამიკა - როგორ ხდება მსოფლიოში აეროპორტების განვითარება. ამ გამოცდილების გათვალიწინებით, ახლა რამდენიმე ოფციას ვიხილავთ. დღევანდელი მთავრობის განკარგულებით, ჩვენ რამდენიმე საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფს, საკონსულტაციო კომპანიას დავიქირავებთ, რომელთანაც მოლაპარაკებები და გარკვეული კვლევები ამ მიმართულებით უკვე მიდიოდა. დღეს არსებული ქართველი ექსპერტების კვლევები უნდა გადამოწმდეს და მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან ერთად დამატებითი კვლევები უნდა ჩატარდეს, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ზოგადად ავიაციის და აეროპორტის განვითარებასთან თანხვედრაში იქნება“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ არსებულის გაფართოებასა ან ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ცალსახა გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

რაც შეეხება ვადებს, ლევან დავითაშვილი ამბობს: ”ვადებთან დაკავშირებით, ვიწყებთ მუშაობა, მიმდინარე წელს უკვე გვექნება გადაწყვეტილება მიღებული ახალი აეროპორტი იქნება, თუ ადგილობრივი აეროპორტის გაფართოება მოხდება.

ადგილობრივი აეროპორტის გაფართოების გეგმა უკვე არსებობს და "ტავ ჯორჯიასთან" ერთად დამუშავებულია, თუმცა ახალი აეროპორტის კონკრეტული გეგმა, ტექნიკური პირობები მიმდინარე წელს განისაზღვრება და წელს არქიტექტურული კომპანიის შერჩევას შევძლებთ. ჩვენი სურვილი და გეგმაა, რომ 2024 წლის დასაწყისისთვის ახალი აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, რომელიც 3-4 წელიწადს გაგრძელდება“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები