მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცეპრემიერი - შეზღუდვა შეკრებასთან დაკავშირებით ეხება როგორც ეკლესიებს, ასევე სხვა დაწესებულებებს

5e765d7f4c4f5
BM.GE
21.03.20 22:27
1411
გამოვრიცხავ რაიმე კავშირს საგანგებო მდგომარეობის შემოღებასა და სინოდის გუშინდელ გადაწყვეტილებას შორის. ჩვენი ისტორია და სახელმწიფოებრიობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ეკლესიასთან. ჩვენს ეკლესიას აქვს 15 საუკუნის ისტორია და ის გამოცდილება და სიბრძნე, რომელიც ეკლესიაშია თავმოყრილი, არაერთხელ დახმარებია სახელმწიფოს ძალიან რთულ მომენტებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასულიერო პირები სრულად იაზრებენ იმ შესაძლო რისკებს, რომელიც დაკავშირებულია ამ ვირუსის გავრცელებასთან, - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა. 

მისივე თქმით, საერო ხელისუფლება და ეკლესია ყოველთვის ახერხებდნენ გააზრებულ და რაციონალურ დიალოგს.
„საგანგებო მდგომარეობის დეკრეტის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვა ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით ეხება როგორც ეკლესიებს, ასევე სხვა დაწესებულებებს. ეს შეზღუდვა, პირველ რიგში, განპირობებულია ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებით, რომ დავიცვათ ე.წ. სოციალური დისტანცია და დავიცვათ ერთმანეთი ვირუსის გავრცელებისგან. ცხადია, წესი და კანონი მოქმედებს ყველასთვის და ეს ეხება ეკლესიასაც,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, შედეგად, იზღუდება 10-ადამიანზე მეტი შეკრება და ეს შეზღუდვა გავრცელდება ეკლესიებზეც.