16.ივნისი .2020 10:39

ვინ არიან „ვარკეთილის ბაზრობის“ მფლობელები

views 2303
უკან

15 ივნისის საღამოს გაჩენილი ხანძრის შედეგად, ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე ასეულზე მეტი კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ვარკეთილში სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ბაზრობის მთლიანი სივრცე 9,399 კვადრატული მეტრია და ის სრულად შპს "ვარკეთილი-96"-ს ეკუთვნის, რომელიც სავაჭრო ფართებს მოვაჭრეებზე აქირავებს. 

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის მეწილეები არიან:

  • თემური პირველი - 30%;
  • გურამ ქაცანაშვილი - 20%;
  • კახაბერ კახიძე - 15%;
  • მზევინარი ხერგიანი - 15%;
  • პაატა ნუცუბიძე - 7.5%;
  • ვლადიმერ ფრუიძე - 5%;
  • იათამზე ქავთარაძე - 5%;
  • გენრიხ ხერგიანი - 2.5%.


ამასთანავე, სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით, ყადაღა ადევს ბაზრობის ტერიტორიის ნაწილს, რაც მესაკუთრეებს შორის არსებულ დავას უკავშირდება. 

ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე, ნუგზარ კახიძე 2018 წლის 21 მარტს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში მოკლეს. გარდაცვლილი ბიზნესმენი შპს "ვარკეთილი 96"-ის 15%-იანი წილის მფლობელი იყო.

2018 წლის მაისში შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი გ.ჩ. ძებნაში იყო.