ჟურნალმა Time-მა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ადამიანთა რეიტინგს ადგენს, წელს პირველად TIME 100 Next-ს ჩამონათვალი გამოაქვყენა, სადაც ცნობილი და გავლენიანი მხატვრები, მომღერლები, სპორტსმენები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და სხვა სფეროს წარმომადგენლები მოხვდნენ, რომლებიც თავიანთ ინდუსტრიებში „მომავალს აყალიბებენ“.
გამოცემამ გადაწყვიტა უარი ეთქვათ ასაკობრივ შეზღუდვებზე. ჟურნალში განმარტავენ, რომ "აღიარება შეიძლება ნებისმიერ ასაკში დაიწყოს". რეიტინგში ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე 14 წლის მოციგურავე ალისა ლიუა, რომელიც ახლახან გახდა პირველი ქალი შეერთებულ შტატებში, ვინც ოთხწახნაგოვანი ე.წ. ლუცი შეასრულა. ხოლო, ყველაზე უფროსი ისრაელის "ხადაშის" პარტიის 44 წლის ლიდერი აიმან უდაა, რომელსაც TIME-ი ისარელის პოლიტიკაში გავლენიან ფიგურად მიიჩნევს.
ახალ რეიტინგში ხუთი კატეგორიაა: „შემსრულებლები“, „ლიდერები“, „ინოვატორები“, „ფენომენები“ და „დამცველები“. თითოეულ მათგანში 16-დან 21 ადამიანია შეყვანილი.
შემსრულებლებს შორის პირველ ადგილს მომღერალი კამილა კაბელო იკავებს, რომელიც წარმოშობით კუბიდანაა. ლიდერთაგან საუკეთესო პოზიცია კარლოს ალვარადოს კესადას ერგო, რომელიც კოსტა-რიკის პრეზიდენტია. ინოვატორებში Glossier-ისა და ბლოგ Into the Gloss-ის დამფუძნებელი ემილი ვაისი მოხვდა, ფენომენების პოზიცია კი NBA New Orleans Pelicans-ის გუნდის მოთამაშეს ზაიმონ უილიამსონს ხვდა წილად, ხოლო დამცველებში - ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ნორა ლუმი გავიდა, რომელიც ცნობილია როგორც Awkwafina.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ