მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ სად დაინფიცირდა? - 26 ნოემბრის COVID-რუკა

5fbf5504448a3
ინგა მურუსიძე
26.11.20 11:03
681
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა, სადაც კოვიდ-გეოგრაფიულ გავრცელებაზე ისაუბრა.

კერძოდ, მისი ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 293 შემთხვევა, აჭარა-475, იმერეთი-793, ქვემო ქართლი-270, შიდა ქართლი-232, გურია-80, სამეგრელო-ზემო სვანეთი-371, კახეთი-129, მცხეთა-მთიანეთი-70, სამცხე-ჯავახეთი-62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-26.

26 ნოემბრის სრული სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 118690 , ბოლო 24 საათში - 3801
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 98781 , ბოლო 24 საათში - 3200
მათ შორის გარდაცვლილი - 1124 , ბოლო 24 საათში - 39
კარანტინის რეჟიმში - 2037
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6165
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3920.