მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ სად დაინფიცირდა? - მარინა ეზუგბაიას განცხადება

5f59d185999fb
BM.GE
10.09.20 11:07
1237
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 8-ის ინფიცირების წყარო უცნობია.

“57 ახალი შემთხვევიდან 5 ე.წ. "დონას" წყაროდანაა, 14 პაციენტის წყაროა ბათუმი, 4 არის აჭარაში მოგზაურობის ისტორია, 18 არის დადასტურებულთან კონტაქტი, 3 შემოტანილი შემთხვევა, 5 არის სამედიცინო პერსონალი და 8 პაციენტზე მიდის კვლევა წყაროს მოძიების თვალსაზრისით”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ სტაპზე მძიმედ 18, კრიტიკულად მძიმედ კი 4 პაციენტის მდგომარეობა ფასდება.