მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინც მელიას დაკავებას გმობს ან ანგაჟირებულია ან მუსიკაზე აცუნდრუკებული შინაური - წულუკიანი

603508e057ba9
ინგა მურუსიძე
23.02.21 17:53
3953
პარლამენტის განათლების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო. ასე ეხმაურება თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას და ამ საკითხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

„ის, ვინც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილის მსურველია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია ან კიდევ დაკვეთილ მუსიკაზე აცუნდრუკებული შინაური, მაგრამ არა - ნეიტრალური მრჩეველი და ანალიტიკოსი.

რვა წლის მანძილზე მრავლად მოგვისმენია მსგავსი რჩევა-დარიგებანი: ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულები გვერდზე გადადეთ და არ გაასამართლოთ, მერე რა, რომ ხალხი სამართალს ითხოვს; ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ დააკავოთ, მერე რა, რომ პოსტზე ყოფნისას მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა; არც ყოფილი მინისტრი დააკავოთ, მერე რა, რომ პატიმრების წამება მისი ჰობი იყო; „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაგმოთ, თორემ გვეწყინება, ცუდი რეაქცია გვექნება; აჰ, მაინც დააკავეთ? მოდით, ახლა გაუშვით; და ა.შ.

სწორედ ამგვარი უსამართლო "რჩევები", დამნაშავე პოლიტიკური ძალის მფარველობა და ზედაპირული განცხადებები ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს და იწვევს დასავლურ ოჯახში ყოფნის მოსურნე ქართველ ხალხში გაოცებას. ასეთი გაოცებანი კი, სახიფათოა. თუ არის გასაგები, რასაც ვგულისხმობ, ხომ კარგი.

მადლობა პოლიციას მაღალკვალიფიციური ქმედებისათვის“, - აცხადებს თეა წულუკიანი.