მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვინც თვითიზოლაციაშია - მოერიდეთ ოჯახის წევრებს" - პაატა იმნაძე

5e74a4899883a
ვიქტორია მღებრიშვილი
20.03.20 23:40
1109
ვინც არის თვითიზოლაციაში, მაქსიმალურად მოერიდონ ოჯახის წევრებთან კონტაქტსაც, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ვირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ანახა, რომ ოჯახში იზოლირების შემთხვევაში ოჯახის წევრებიც ინფიცირდებოდნენ.

„ვინც არის თვითიზოლაციაში ოჯახში, მაქსიმალურად მოერიდონ ოჯახის წევრებთან კონტაქტსაც, რადგან როგორც გვაჩვენა პრაქტიკამ, ძალიან ბევრი ვინც იმყოფებოდა ოჯახურ თვითიზოლაციაში ოჯახის წევრებიც ხდებიან ხოლმე ავად, რადგან ერთმანეთისგან არ არიან იზოლაციაში. ამიტომ ვინც არის თვითიზოლაციაში ოჯახშიც დაიცავით ერთმანეთისგან იზოლაციის წესები. ეს წესები განთავსებულია ჩვენი ცენტრის ვებგვერდზე თუ როგორ უნდა მოვიქცეთ“, - განმარტა პაატა იმნაძემ.