მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის დაუსუბსიდირდება იპოთეკური სესხი? - თურნავა ახალი პროგრამის დეტალებზე

6107b3df50a9f
ინგა მურუსიძე
02.08.21 12:44
2986
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფართოვდება და მას იპოთეკური სესხების სუბსიდირების კომპონენტი ემატება.

როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პროგრამა გავრცელდება თითოეულ ოჯახზე, რომელსაც 1-ელი სექტემბრის შემდეგ ეყოლება შვილი.

„ახალშობილის ყოლის მომენტიდან ასეთმა ოჯახმა 12 თვის განმავლობაში შეიძლება მიმართოს ბანკს და შეიძინოს ბინა, საცხოვრებელი სახლი. 200 ათასი ლარის ღირებულების სესხი იქნება სუბსიდირებული, თანაც იმ ოჯახებისთვის, ვისაც პირველი, ან მეორე შვილი შეეძინება, თანასუბსიდირება იქნება თითქმის ნახევარი, ხოლო მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე თანადაფინანსება გაცილებით მეტია, დაახლოებით 8%. იპოთეკური სესხის თანადაფინანსება 5 წელი გასტანს“, - განაცხადა თურნავამ.

მისი განმარტებით, მეორე კატეგორია, რომელიც დაფინანსებაში მოექცევა, ეს არის უკვე ის ოჯახები, ვისაც დღეს სამი, ან მეტი შილი ჰყავთ, ისინიც ამ პროგრამით ისარგებლებენ, ახალი წევრის შეძენის გარეშე.

„ვიმედოვნებთ, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს ოჯახების კეთილდღეობას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და თითოეული ოჯახის წევრი იქნება არა მხოლოდ დიდი სიხარულის მომტანი, არამედ კონკრეტული პრაქტიკული სიკეთეების მომტანი“, - განაცხადა თურნავამ.