მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის ახალი სატვირთო ავიაკომპანია EASY Charter?

5ee7928b11b2d
შოთა ტყეშელაშვილი
15.06.20 19:40
2486
ქართულ საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი სატვირთო ავიაკომპანია EASY Charter იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიაზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი გაიცა.

„EASY Charter“-ის საკუთრებაში ერთი Airbus A300B4-203 საჰაერო ხომალდი იმყოფება.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ავიაკომპანიის იურიდიული სახელია შპს “იზი ჩარტერი”, რომელიც 2020 წლის 15 იანვარს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი რატი ძერიაა, ხოლო მეწილეთა სია ასე ნაწილდება:

● შპს იზი ჩარტერი - 70% (კომპანიის მთავარი მეწილე ისევე “იზი ჩარტერის” სახელწოდებით რეგისტრირებული იურიდიული პირია);
● ლაშა გიგიტელაშვილი - 15%;
● კახაბერ გიგიტელაშვილი - 15%.

თავის მხრივ, ავიაკომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი კომპანიის მეწილეთა სია ასეთია:

● რატი ძერია - 69%;
● კონსტანტინე დავითიძე - 21%;
● პაატა კვიჟინაძე - 10%.

"კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მსოფლიოში სატვირთო ავიარეისებზე მოთხოვნა გაიზარდა. სამედიცინო და ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთის დროული და შეუფერხებელი ტრანსპორტირების მიზნით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) მოუწოდებს სახელმწიფოებს, მაქსიმალურად ხელი შეუწყონ კარგო გადაზიდვებს. აღსანიშნავია რომ აღნიშნული ტიპის ოპერირებაში აქტიურად არის ჩართული ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky. 

ახალი ავიაკომპანიის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის აუცილებელი სერტიფიცირების პროცესი და მისი ფინანსური მდგომარეობის შეფასება სააგენტოს მიერ წარიმართა შეუფერხებლად, პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად",- ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.