მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის ქართული კომერციული ბანკები? - მფლობელები და აქტივები

5eb50d1ac0cd0
შოთა ტყეშელაშვილი
08.05.20 11:42
9360

საქართველოს საბანკო სექტორი 49,841,592,301 ლარის ტოლია, ეს თითქმის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომაა. საფინანსო სექტორი, წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მომგებიანი სექტორი იყო, თუმცა, COVID-19-ისგან მოსალოდნელი სირთულეების გამო, ბანკებმა 2020 წლის პირველ კვარტალში 747 მილიონი ლარის ზარალი მიიღეს, რაც შესაძლო დანაკარგების რეზერვში 1.2 მილიარდი ლარის გადატანას უკავშირდებოდა. 

გთავაზობთ სტატისტიკას ქართული ბანკების აქტივების ზომისა და მათი მესაკუთრეების შესახებ.

ვინ არიან ქართული ბანკების მფლობელები - სია წარმოდგენილია ბანკების აქტივების ზომის მიხედვით

1) "თიბისი ბანკი" - მთლიანი აქტივები - 19.2 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:

1 მამუკა ხაზარაძე - 8,62% 
2 ბადრი ჯაფარიძე - 5,99%
3 European Bank for Reconstruction and Development - 8,03%
4 JPMorgan Asset Management - 6,86%
5 Schroder Investment Management - 5,53%
6 Dunross & Co. - 7,05%


ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 392 მილიონი ლარი;
წმინდა ზარალი 2020 წლის პირველ კვარტალში - 277 მილიონი ლარი.



2) "საქართველოს ბანკი" - მთლიანი აქტივები - 18 მილიარდი ლარი;

საწესდებო კაპიტალის 1% და მეტი წილის მფლობელი აქციონერების ჩამონათვალი წილების მითითებით:
  • Bank of Georgia Group Plc - 19.77% 
  • JSC BGEO Group - 79.75% 
ბანკის ჰოლდინგური კომპანიის, Bank of Georgia Group PLC ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით:

Georgia Capital JSC - 19.90%

ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 390.4 მილიონი ლარი;
წმინდა ზარალი 2020 წლის პირველ კვარტალში - 276 მილიონი ლარი.



3) "ლიბერთი ბანკი" - მთლიანი აქტივები - 2.09 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით
  • ირაკლი ოთარ რუხაძე - 30.66%; 
  • ბენჯამინ ალბერტ მარსონი - 30.66%; 
  • იგორ ალექსეევი - 30.66%;
ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს - 26.8 მილიონი ლარი;
წმინდა ზარალი 2020 წლის პირველ კვარტალში - 18.6 მილიონი ლარი.



4) "ბაზისბანკი" - მთლიანი აქტივები - 1.76 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:
  • მი ენხვა - 91.56%; 
  • მი ზაიქი - 6.92%; 
ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 24.8 მილიონი ლარი.
წმინდა ზარალი 2020 წლის პირველ კვარტალში - 22.6 მილიონი ლარი.



5) VTB ბანკი - მთლიანი აქტივები - 1.75 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:

რუსეთის ფედერაციის მთავრობა - 59.34%

ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 13.6 მილიონი ლარი.
წმინდა ზარალი 2020 წლის პირველ კვარტალში - 30.5 მილიონი ლარი.



6) "პროკრედიტ ბანკი" - მთლიანი აქტივები - 1.59 მილიარდი ლარი

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:
  • Zeitinger Invest GmbH - 17% 
  • KfW - Kreditanstalt für Wiederaufbau - 13% 
  • DOEN Participaties BV - 13% 
  • IFC - International Finance Corporation - 10% 
  • TIAA-Teachers Insurance and Annuity Association - 9% 
ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 23.1 მილიონი ლარი.
წმინდა ზარალი 2020 წლის პირველ კვარტალში - 16.7 მილიონი ლარი.



7) "ქართუ ბანკი"- მთლიანი აქტივები - 1.37 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით

უტა ივანიშვილი - 100%

ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 22.4 მილიონი ლარი.
წმინდა ზარალი 2020 წლის პირველ კვარტალში - 39.9 მილიონი ლარი.



8) "ტერაბანკი" - მთლიანი აქტივები - 1.08 მილიარდი ლარი

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:
  • შეიხი ნაჰაიან მაბარაკ ალ ნაჰაიანი - 45%;
  • შეიხი ჰამდან ბინ ზაიედ ალნეჰაიენი - 20%;
  • შეიხი მანსურ ბინზაიედ ბინსულტან ალ ნაჰიანი - 15%;
  • შეიხი მოჰამედ ბუტი ალჰამედი - 15%;
  • შ.პ.ს. "ინვესტმენტ ტრეიდინგ გრუპ" - 5%;
ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 20.2 მილიონი ლარი;
წმინდა ზარალი 2020 წლის პირველ კვარტალში - 18.6 მილიონი ლარი.



9) "კრედო ბანკი" - მთლიანი აქტივები - 1.08 მილიარდი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:
  • CDC Group PLC (UK) - 7,12%;
  • European Investment Bank (Luxembourg) - 7,12%;
  • International Finance Corporation (USA) - 8,96%;
  • Kreditanstalt für Wiederaufbau (Germany) - 7,65%;
  • LFS Advisory GmbH (Germany) - 14,31%;
  • Dr. Bernd Zattler (Germany) - 8,59%;
  • Omidyar Tufts Microfinance Fund (USA) - 6,75%.
ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 27.7 მილიონი ლარი;
წმინდა ზარალი 2020 წლის პირველ კვარტალში - 6.8 მილიონი ლარი.



10) "ხალიკ ბანკი საქართველო" - მთლიანი აქტივები - 542 მილიონი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:
  • ტიმურ ყულიბაევი 32.3% 
  • დინარა ყულიბაევა 32.3% 
ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 7.7 მილიონი ლარი;
წმინდა ზარალი 2020 წლის პირველ კვარტალში - 21.8 მილიონი ლარი.



11) "პაშა ბანკი საქართველო" - მთლიანი აქტივები - 502 მილიონი ლარი;

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5% - ს ან მეტს წილების მითითებით:
  • არიფ პაშაევი - 10.00% 
  • არზუ ალიევა - 45.00% 
  • ლეილა ალიევა - 45.00% 
ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს - ზარალი 8.2 მილიონი ლარი;
წმინდა ზარალი 2020 წლის პირველ კვარტალში - 12.4 მილიონი ლარი.



12) "იშბანკი საქართველო" - მთლიანი აქტივები - 313 მილიონი ლარი

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით:
  • თურქეთის იშ ბანკის საპენსიო ფონდი - 38,17%;
  • თურქეთის რესპუბლიკური სახალხო პარტია - 28,09%.
ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 5.8 მილიონი ლარი;
წმინდა ზარალი 2020 წლის პირველ კვარტალში - 2.6 მილიონი ლარი.




13) "ფინკა ბანკი" - მთლიანი აქტივები - 281 მილიონი ლარი


ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით
  • FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA) 99 Voting right of FINCA Microfinance Coöperatief U.A.;
  • FINCA International, Inc (New York, USA) 62.93% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA);
  • International Finance Corporation (IFC) 14.27% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA)
  • KfW 8.87% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA)
  • FMO (Nederlandse Financierings Maatschappij voor Ontwikkelingslanden N.V) 7.25% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA)
ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 3.4 მილიონი ლარი;
წმინდა ზარალი 2020 წლის პირველ კვარტალში - 0.8 მილიონი ლარი.



14) "ზირაათ ბანკი" - მთლიანი აქტივები - 123 მილიონი ლარი

საწესდებო კაპიტალის 1% და მეტი წილის მფლობელი აქციონერების ჩამონათვალი:

თურქეთის რესპუბლიკის სს ზირაათ ბანკი - 100%

ბანკის წმინდა მოგება 2019 წელს 3.5 მილიონი ლარი;
წმინდა ზარალი 2020 წლის პირველ კვარტალში - 1.1 მილიონი ლარი.



15) "სილქ როუდ ბანკი" - მთლიანი აქტივები - 89.3 მილიონი ლარი

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:
  • გიორგი რამიშვილი - 61.90% 
  • ალექსი თოფურია - 28.58% 
  • დევიდ ფრანც ბორგერი, გერმანია - 9.52% 
ბანკის ზარალი 2019 წელს 210 ათასი ლარი;
წმინდა ზარალი 2020 წლის პირველ კვარტალში - 0.6 მილიონი ლარი.



აღნიშნული რიცხვები წარმოგდენილია 2020 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები