მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Visa Foundation მცირე და მიკრო ბიზნესის დასახმარებლად $210 მილიონს გამოყოფს

5e8d9edd9e059
ნათია თაქთაქიშვილი
08.04.20 15:20
1375
Visa Foundation აცხადებს, რომ ჯამში გამოყოფს 210 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს მცირე და მიკრო ბიზნესის მხარდასაჭერად ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს.

როგორც Visa-ს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, გამოყოფილი თანხიდან 10 მილიონი აშშ დოლარი იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებს მოხმარდებათ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიც არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა და საკვებით უზრუნველყოფა.

„რადგან COVID-19 ისევ განაგრძობს გავრცელებას, ჩვენ ვხედავთ, რომ ბიზნესი საჭიროებს ჩვენს დახმარებას. ჩვენ ასევე ვალდებულები ვართ, რომ ეკონომიკა დავუბრუნოთ გაჯანსაღების გზას და დავეხმაროთ ბიზნეს სირთულეების გადალახვაში“, განაცხადა Visa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალ კელიმ.

Visa-ს განცხადების მიხედვით, 200 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი უშუალოდ მიიმართება მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლის მიზანია ქალთა ეკონომიკური წინსვლის სტიმულირებაც. როგორც Visa აღნიშნავს, კომპანიის მიერ გამოყოფილი 200 მილიონი აშშ დოლარი 5 წლიან პერიოდზე გადანაწილდება.