მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Visa-მ კრიპტოვალუტა ანგარიშსწორების საშუალებად აღიარა

6061c7c76f713
ნათია თაქთაქიშვილი
29.03.21 19:45
1967
ფინანსური ინდუსტრიის ერთ-ერთმა წამყვანმა წარმომადგენელმა Visa-მ განაცხადა, რომ კომპანიამ კრიპტოვალუტა USD Coin-ი ანგარიშსწორების საშუალებად აღიარა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Visa-ს გადაწყვეტილება, კრიპტოვალუტების ოფიციალური ანგარიშსწორების საშუალებად აღიარების წინაპირობაა. ამასთან, Visa-მ შექმნა ანგარიშსწორების საპილოტე პროგრამა ე.წ. კრიპტოპლატფრომა Crypto.com-ი, სადაც წლის ბოლომდე სხვა ახალი პარტნიორებიც დაემატებიან. 

„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იზრდება მოთხოვნა კრიპტოვალუტაზე მოფლიო მასშტაბით. მოსახლეობას სურს, მარტივად შეძლოს მის მფლობელობაში არსებული კრიპტოვალუტის გამოყენება, ამიტომ Visa ცდილობს, შექმნას ისეთი პლატფრომა, რაც მომხმარებლის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“, - განაცხადა კაი შეფილდმა, Visa Crypto-ს ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მათი მომხმარებელი, სურვილის შემთხვევაში, ავტომობილის შეძენას ბიტკოინის საშუალებით შეძლებდა; ასევე Visa-მდე სხვადასხვა კრიპტოვალუტები ანგარიშსწორების საშუალებად გამოაცხადეს ისეთმა ფინანსურმა კომპანიებმა, როგორებინაა BNY Mellon-ი, BlackRock Inc-ი და Mastercard Inc-ი.