19.ოქტომბერი .2022 17:39

ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება წახალისდეს მოქმედი ბიზნესი - კატრინა ჰანსენი ინვესტორთა საბჭოზე

ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება წახალისდეს მოქმედი ბიზნესი  - კატრინა ჰანსენი ინვესტორთა საბჭოზე
views 598
უკან

ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება წახალისდეს და გააქტიურდეს საქართველოში მოქმედი ბიზნესი, - ამის შესახებ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, კატრინა ბიორლინ ჰანსეიმ განაცხადა.

მისივე ცნობით, საუბარი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოებსაც ეხებოდა.

„ბიზნესთან დაკავშირებული საკითხების ძალიან გრძელი ჩამონათვალი განვიხილეთ და ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება წახალისდეს და გააქტიურდეს საქართველოში მოქმედი ბიზნესი. საუბარი იყო როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოებზე. ბრწყინვალე დისკუსია გვქონდა და მიმაჩნია, რომ დროთა განმავლობაში დიდ წინსვლას მივაღწევთ“, - განაცხადა კატრინა ბიორლინ ჰანსენმა.

ცნობისთვის: დღეს ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა