საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის 6 თვეში 35.4%-ით გაიზარდა და 8.5 მლრდ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 2.5 მლრდ დოლარი, ხოლო იმპორტი 5.9 მლრდ დოლარი იყო.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 68.7% შეადგინა. აღსანიშნია, რომ პირველ ადგილს 1 მლრდ დოლარზე მეტი სავაჭრო ბრუნვით თურქეთი იკავებს. ამასთან, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან საქონლის ვაჭრობის მაჩვენებელი უკრაინის გარდა, ყველა ქვეყანასთან გაზრდილია.
საქართველოს TOP-10 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა:
1. თურქეთი - 1.3 მლრდ დოლარი, ზრდა - 36.8%;
2. რუსეთი - 962 მლნ დოლარი, ზრდა - 31.8%;
3. ჩინეთი - 922 მლნ დოლარი, ზრდა - 41.2%;
4. აზერბაიჯანი - 632 მლნ დოლარი, ზრდა - 28.1%;
5. აშშ - 526 მლნ დოლარი, ზრდა - 43.8%;
6. სომხეთი - 478 მლნ დოლარი, ზრდა - 43%;
7. ბულგარეთი - 339 მლნ დოლარი, ზრდა - 79.6%;
8. გერმანია - 298 მლნ დოლარი, ზრდა - 26.8%;
9. უკრაინა - 212 მლნ დოლარი, კლება - 35.6%;
10. რუმინეთი - 157 მლნ დოლარი, ზრდა - 53.7%.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის წლის პირველ ნახევარში ყველაზე დიდი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნები ჩინეთი (400 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (287 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (256.5 მლნ აშშ დოლარი) გახდნენ, ხოლო იმპორტის კუთხით პირველ სამეულს თურქეთი (1 მლრდ დოლარი), რუსეთი (705.7 მლნ დოლარი) და ჩინეთი (522.5 მლნ დოლარი) წარმოადგენენ.