დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეისთვის გრიპის აცრა სულ 31 163-მმა ადამიანმა ჩაიტარა.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, აცრილია შაქრიანი დიაბეტის მქონე 4000 ადამიანი, დიალიზზე მყოფი 2400 ადამიანი, მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფი - 1000-მდე ადამიანი. სამედიცინო პერსონალი -10 000, მცირე საოჯახო ოჯახების ბავშვები 700-მდე და ა.შ.
მისივე თქმით, აცრები უფრო ინტენსიურად მიდის, თუმცა საკმარისი არ არის და საჭიროა მეტი აქტიურობა რისკ-ჯგუფების მხრიდან.
„მოვუწოდებ კიდევ ერთხლ რისკ-ჯგუფებს, რომ აიცრან აუცილებლად, რადგან ეს მათ დააზღვევთ შემდგომ უკვე, ნოემბრის ბოლოს-დეკემბერ-იანვარში ორი ინფექციის ზედდებაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, კერძო სექტორში უკვე შემოსულია იგივე წარმოების, ფრანგული ვაქცინები და სხვა არა რისკ-ჯგუფში მყოფ ადამიანებსაც უკვე შეუძლიათ, რომ აცრები ჩაიტარონ.
გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა განმარტება მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშურებით, რომ აცრაში ფულის აღება დანაშაულია.
როგორც ის ამბობს, ეს განცხადება ეხება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინით ჩატარებულ აცრებს და იმ ადამიანებს, ვინც რისკ-ჯგუფში არიან. მათთვის აცრა ნამდვილად უფასოა, ხოლო კერძო კლინიკებში აცრის გაკეთრება ფასიანია და ამაში დანაშაული არაფერია.
„სახელმწიფო ვაქცინა არ უნდა იყიდებოდეს, ადამიანებისთვის სრულიად უფასო უნდა იყოს“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი