მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Visualcapitalist: ყველაზე მოთხოვნადი ბრენდები თაობების მიხედვით

5e67cc75e3c24
მარიამ ადამია
10.03.20 23:45
1464
Visualcapitalist თაობების მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი ბრენდების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც იკვეთება, რომ გემოვნებისა და მოთხოვნების მიხედვით, არჩევანი მილენიალებს, თაობა X ან და BaBy Boomers შორის განსხვავებულია.

მაგალითად, მილენიალები, იგივე თაობა ზეტი, რომელშიც იგულისხმება 18-დან 34 წლამდე ახალგაზრდები და მათი ინტერესები მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანიების კვლევის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ისინი ცდილობენ გამოიკვლიონ ახალი თაობა, ამისთვის კი მილიონობით ინვესტიციას დებენ კვლევებში, რადგან სულ რამდენიმე წელიწადში თაობა ზეტი, არსებული კომპანიების მთავარი მომხმარებლები გახდებიან. კომპანიებს, რომლებსაც სურთ ბაზარზე დიდხანს იარსებონ, აუცილებელია იცოდნენ ამ თაობის მახასიათებლები, ინტერესები და ტენდენციები, რომლებიც განსაზღვრავენ მათ ქცევას. რეალურად ეს ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ პროდუქტებს და არა ბრენდებს და არიან მომთხოვნები. ხოლო ყველაზე საყვარელი ბრენდი მათთვის, სონის მფლობელობაში არსებული Playstation-ია.

მთელ მსოფლიოში გამოკითხულთა უმრავლესობის შეფასებით, ბრენდს ემოციური კავშირი აქვს მომხმარებლებთან, განსაკუთრებით კი, მამაკაცებთან. ხოლო თავად ბრენდმა ახლახანს 25 წლის იუბილე და ის წარმატება აღნიშნა, რომელიც განაპირობა მისმა ინოვაციურობამ, მოთხოვნების შესაბამისმა მიწოდებამ, თანამედროვე ტექნოლოგიებთან სწრაფად ადაპტაციამ და სერვისმა. ამიტომაც წლიდან წლამდე იზრდება Playstation -ის გაყიდვების რაოდენობაც და მოთხოვნაც პროდუქტზე. ასევე მილენიალებს შორის მოთხოვნადია: Amazon-ი, Target-ი, Disney-ი, Ford-ი, ათეულში მოხვდა Jeep-ი, Apple-ი, youtube-ი, Xbox-ი.

თაობა X-ის შემთხვევაში კი, რომელიც რეალურად, 35-დან 54 წლამდე ადამიანებს აერთიანებს, მოთხოვნადია Apple-ი და მისი პროდუქცია. პირველი Iphone ბაზარზე 2007 წელს გამოვიდა, როდესაც ეს ადამიანები 22-დან 41 წლამდე ასაკისები იყვნენ და დიდი ალბათობით მათი ლოიალობა სწორედ ამ პერიოდის დამსახურებაა. როდესაც პირველად გიჩნდება საკუთარი სახსრები, ხარ დამოუკიდებელი არჩევანში და შეგიძლია აკეთო ის, რაც გინდა. Apple-ის გარდა თაობა X-ის გონების და ე.წ Top of Mind-ის დაპყრობა Amazon-მა, Netflix-მა, Jeep-მა, Disney-მ და სხვებმა შეძლეს. ეს ის სახელებია, რომელიც მთელს მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს აერთიანებს.

რაც შეეხება Baby boomer-ებს, უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების 70% სწორედ ამ თაობის წარმომადგენლებზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე გავლენიანი მომხმარებლები არიან. შეგახსენებთ, რომ ამ კატეგორიაში შედის 55-დან 64 წლამდე ადამიანები და თუკი ბრენდების სიყვარულზე ვსაუბრობთ, მათთვის ნომერ პირველი Amazon-ია. რიგით მეორე - Toyota, სამეულში კი Apple-ც სახელდება. ხოლო ათეულში შემავალი ბრენდების უმეტესობა რიტეილ და სამომხმარებლო პროდუქტების ბრენდია. რეიტინგიდან ასევე ნათელია, რომ ეს ჯგუფი აფასებს ბრენდებს ნოსტალგიური თვისებებით.

ბრენდებისა და მომხმარებლების ურთიერთობა ცხადია ევოლუციას განიცდის წლებთან ერთად, თუმცა ყოველი თაობა გარკვეული უნიკალურ ბმას მაინც პოულობს რომელიმე ბრენდთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მათთან ურთიერთობის დროს. თუმცა, Baby Boomer-ს და თაობა Z-ს თითქმის საერთოდ არ აქვთ საერთო საყვარელი ბრენდები, რაც ცალსახა კულტურულ ცვლილებებზე მიუთითებს და კიდევ იმაზე, რომ ბრენდებმა განვითარებაზე უნდა იზრუნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უბრალოდ ჯერ ადამიანის გონებიდან, შემდეგ კი ბაზრიდანაც გაქრებიან.