ვითიბი ბანკმა, ქარელის რაიონ სოფელ რუისში, ინტენსიური ვაშლის ბაღის გაშენება შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში 100 000 ლარით დააფინანსა.
როგორც BM.GE-ის ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 66 თვის განმავლობაში სესხზე წლიური 11%-ის დაფინანსება ხდება სახელმწიფოს მხრიდან. ბანკის მიერ გამოყოფილი თანხით 5 000 ნერგი იტალიაში შეიძინეს, რაც პირველი მოსავლის 2 წელიწადში მიღების შესაძლებლობას იძლევა, ხოლო 4 -5 წელიწადში ბაღის მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 40-50 ტონამდე გაიზრდება.
„საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე ვაშლზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, ასევე ქართულ ვაშლს გააჩნია დიდი საექსპორტო პოტენციალი, შესაბამისად სწორედ ამ კულტურის გაშენება გადავწვიტე. ვითიბი ბანკთან წლებია ვთანამშრომლობ, ვფიქრობ ძალიან მნიშნელოვანია ბანკის მხრიდან მუდმივი და სტაბილური მხარდაჭერა, ეს ბიზნესის განვითარების მეტ შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა მეწარმე ბესიკ ბალიაშვილმა.
ვაშლის რეალიზაცია, ძირითადად, საქართველოში არსებულ საცალო ქსელში მოხდება. ასევე შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში, ვითიბი ბანკის 35 000 ლარიანი აგრო კრედიტით კლიენტმა შეიძინა ტრაქტორი და სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ახორციელებს საკუთარი ნაკვეთების მოვლა-დამუშავებას.
მათივე ინფორმაციით, ვაშლის ბაღების გარდა 28 ჰექტარზე გაშენებულ მეურნეობაში კომბოსტოს, ბულგარული წიწაკის, პომიდვრის, ხახვის და ქლიავის მოყვანა ხდება.
ცნობისთვის, ვითიბი ბანკი 2012 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს მეწარმე ბესიკ ბალიაშვილთან, სწორედ მას ეკუთვნის ზემოთ აღნიშნული ფერმერული მეურნეობა შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ რუისში, ამჯერად ჩვენი თანამშრომლობა ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღის გასაშენებლად და სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შესაძენად შედგა. მოხარულები ვართ, რომ აგრო სექტორში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავაფინანსეთ - განაცხადა ვითიბი ბანკის აგრობიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა შმაგი ბრეგაძემ.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?