მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვიწყებთ ქალაქების და კურორტების განვითარების 5-წლიან პროგრამას, შერჩეულია 11 ლოკაცია" - პრემიერი

643e6e3c8a463
BM.GE
18.04.23 14:23
1177
11 მუნიციპალიტეტისა და კურორტის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მლნ ლარი გამოიყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, უკვე ცნობილია მათი ჩამონათვალი და ესენია: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები.

„ვიწყებთ ქალაქების და კურორტების განვითარების მასშტაბურ 5-წლიან პროგრამას, ბიუჯეტიდან გამოიყოფა ერთი მილიარდი ლარი. ამ მიზნით უკვე გამოყოფილი გვაქვს 200 მლნ ლარი, შერჩეულია 11 ლოკაცია: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. სამუშაოებს მალე დავიწყებთ.

შემუშავდება კონცეფციები. მუნიციპალური განვითარების ფონდი დაიწყებს მუშაობას ამ საკითხზე. მოეწყობა და განახლდება რეკრეაციული სივრცეები, შეიქმნება ტურისტული ატრაქციები და ა.შ. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ რეალურად, ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ეს უნდა იყოს კარგად მოვლილი, განვითარებული, ლამაზი სახელმწიფო, ქალაქები, სოფლები - ეს არის ჩვენი გეგმა“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები