მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ სანქციების დაწესება უპასუხისმგებლობა იქნებოდა... შეიძლება ქვეყნის ინტერესების ღალატი ვუწოდოთ - ღარიბაშვილი

649e9fd219abf
BM.GE
30.06.23 13:21
506
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება ქვეყნის ინტერესების ღალატი იქნებოდა. ამის შესახებ მან პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

“ე.წ სანქციების დაწესება და რაღაც შეზღუდვების შემოტანა, ეკონომიკის ჩაკეტვა და ა.შ იქნებოდა სრული უპასუხისმგებლობა. უფრო მეტიც, ამას შეიძლება ღალატი ვუწოდოთ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების მიმართ. თუ ვინმე დაზიანდებოდა დაზიანდებოდა ჩვენი ქვეყანა და ხალხის ინტერესები. დღეს ასე თამამად ვეღარ ვისაუბრებდით ეკონომიკურ ზრდაზე, წინსვლასა და სამუშაო ადგილებზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში 250 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ სად ვიქნებოდით დღეს, ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში?!”-ამბობს ღარიბაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები