მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

63a3692b4dd55
ალა ისპირიანი
21.12.22 22:51
702
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა. ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა. 

აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ “ფეისბუქის” პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონშია და სურს ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადოს.

“დღეს მე ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს მათი ასე საჭირო დახმარებისთვის. ასევე, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვების დასაახლოებლად.

მოლაპარაკებების რამდენიმე სერიას გავმართავ, რათა უკრაინის გამძლეობა და თავდაცვის შესაძლებლობები გავაძლიეროთ. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ის შორის ორმხრივ თანამშრომლობას.

მომავალ წელს ჩვენ უნდა დავუბრუნოთ უკრაინის დროშა და თავისუფლება ჩვენს მთლიან მიწას, ყველა ჩვენს ხალხს”, - წერს ზელენსკი.

ომის დაწყების შემდეგ ეს არის უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საზღვარგარეთ პირველი ოფიციალური ვიზიტი.  სავარაუდოდ ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ს კონგრესსაც მიმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები