მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ „ჰამასის“ ფინანსური ქსელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ფულად ჯილდოს, $10 მილიონს აწესებს

სახდეპი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ჰამასის“ ფინანსური ქსელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ფულად ჯილდოს აწესებს.

$10 მილიონი არის ჯილდო, იმ ინფორმაციისთვის, რომელიც „ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ფინანსური მექანიზმების განადგურებას“ გამოიწვევს.

სახდეპის განცხადებაში წერია, რომ დაინტერესებული არიან ხუთი პირის შესახებ ინფორმაციით, რომლებსაც ის „ჰამასის“ ფინანსურ ფასილიტატორებს უწოდებს.

ეს პირები არიან: აბდელბასიტ ჰამზა ელჰასან ხაირი; ამერ ქამალ შარიფ ალშავა; აჰმედ სადუ ჯაჰლება; ვალიდ მუჰამედ მუსტაფა ჯადალაჰსა და მუჰამედ აჰმად 'აბდ ალ-დაიმ ნასრალა.

სუდანში მცხოვრები „ჰამასის“ ფინანსისტი აბდელბაზიტ ჰამზა, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მართავს მრავალ კომპანიას „ჰამასის“ საინვესტიციო პორტფელში და ჩართული იყო დაჯგუფებისთვის თითქმის $20 მილიონის გადარიცხვის ოპერაციაში. უწყების ინფორმაციით, ჰამზას ასევე ხანგრძლივი ფინანსური კავშირები აქვს „ალ-ქაიდასთან“.

ამერ ქამალ შარიფ ალშავა, აჰმედ სადუ ჯალები და ვალიდ მუჰამედ მუსტაფა ჯადალა კი, უწყების ცნობით, თურქეთში ცხოვრობს და„ჰამასის“ საინვესტიციო ქსელს წარმოადგენს.

მეხუთე პირი, რომლის შესახებაც აშშ ინფორმაციას ითხოვს, არის მუჰამედ აჰმად აბდალ-დაიმ ნასრალა, რომელსაც, აშშ-ის მთავრობის ცნობით, კავშირი აქვს ირანულ კომპანიებთან და მონაწილეობდა „ჰამასისთვის“ ათობით მილიონი დოლარის გადარიცხვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები