მსოფლიოში ცნობილი ავტოკონცერნი Volvo, მანქანებზე აღმოჩენილი ტექნიკური პრობლემების გამო 460,769 ავტომობილს უკან გაიწვევს. კერძოდ, აირბაგების პრობლემა იმდენად დიდია, რომ საავარიო სიტუაციის შემთხვევაში ფატალური შედეგის დადგომის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციაში წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, Volvo-სათვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფატალური ინციდენტის შესახებ არის ცნობილი. შესაბამისად, სამომავლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, ავტომწარმოებელი აღნიშნული მოდელის ყველა ავტომობილს უკან გაიხმობს, რაც ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
როგორც აღინიშნა, დეფექტიანი აირბაგების მქონე ავტომობილები Volvo-ს ძველი მოდელებია. კონკრეტულად კი პრობლემები აღმოაჩნდა 2001-დან 2006 წლამდე გამოშვებულ S80 და 2001-დან 2009 წლამდე გამოშვებულ S60 მოდელებს. ავტომობილები საერთო ჯამში 2000 წლის მაისიდან 2009 წლამდე იწარმოებოდა.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, კომპანია უკან გამოხმობილ ავტომობილებზე ყველა აირბაგის უსასყიდლოდ გამოცვლას გეგმავს. Volvo საკუთარ მომხმარებლებს აღნიშნულის შესახებ მომავალი თვის ბოლომდე შეატყობინებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება