მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვვარაუდობთ, რომ თხილის ფასი 6-8 ლარი იქნება” - ლევან ქარდავა

5f37953bdda2d
თათია ჩაფიჩაძე
16.08.20 13:00
3006
საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ქარდავას ინფორმაციით, ამ დროისთვის თხილის ფასი 4.5 ლარის ფარგლებში მერყეობს, სეზონის განმავლობაში კი ფერმერებისგან შესასყიდი თხილის ღირებულება სავარაუდოდ, 6-8 ლარის ფარგლებში იქნება.

bm.ge-თან საუბრისას ქარდავამ განაცხადა, რომ წელს ქვეყანა წინა წლებისგან განსხვავებით, რაოდენობრივად და ხარისხობრივად ბევრად უკეთესს მოსავალს იღებს.

“წარმატებით მიმდინარეობს თხილის მოსავლის აღება, რომელიც თვის ბოლომდე გაგრძელდება. აღების პროცესი მიმდინარეობს ამჟამად როგორც სამეგრელოში, ისე იმერეთში, გურიასა და კახეთში.

რაოდენობის მხრივ ოპტიმისტური მოლოდინი გვქონდა და ეს მოლოდინი მართლდება, საუბარია 50-დან 55 ათას ტონა თხილზე. ხარისხიც გაცილებით უკეთესია და ველოდებით, რომ წარმატებით მოხდება რეალიზაცია. მთავარია კოვიდ 19-მა მოთხოვნა არ შეამციროს. ჯერ ამის შიშის საფუძველი არ არის, აგვისტოში როგორც წესი მოთხოვნა ყოველთვის მცირეა ხოლმე ევროპიდან, დაკონტრაქტება ძირითადად სექტემბრის შუა რიცხვებიდან იწყება.

ადგილობრივ ბაზარზე დღეს თხილი ხარისხის მიხედვით საშუალოდ 4.5 ლარი ღირს, როგორც წესი ფასი გამოშრობასთან ერთად იზრდება და ვვარაუდობთ, რომ სეზონის განმავლობაში 6-8 ლარი იქნება, თუმცა, საბოლოო ფასი ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის ცხადია მოთხოვნაზე“, - განმარტა ქარდავამ.