სანელებლების მწარმოებელი ადგილობრივი კომპანია Waime Spices-მა 9 000 დოლარის ინვესტიციით „ბაზარი ორბელიანზე“ ბრენდული მაღაზია გახსნა და 4 სამუშაო ადგილი შექმნა.
ერთ სივრცეში გაერთიანებული ქართული და უცხოური წარმოების 60-მდე დასახელების სანელებლის ყიდვა მომხმარებელს 16 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ მაღაზიაში შეეძლება, სადაც კონცეპტუალურად განსხვავებულ სავაჭრო სივრცეში მომსახურებას ახალი მიდგომებით მიიღებს.
BM.GE-სთან საუბრისას Waime Spices-ის დამფუძნებელი გიორგი გოგია აცხადებს, რომ დღეს მათი მაღაზია გასტრონომიის მიმართულებით, მომხმარებლისთვის ახალი გამოცდილების შეთავაზებას აპირებს.
„გვინდა, ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება გასტრონომიული კუთხით უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ da ის იშვიათი სანელებლები, რომელიც მსოფლიოში არსებობს, ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. შესაბამისად, მადაგასკარიდან ბურბონის ვანილი შემოვიტანეთ, ასევე ცეილონის დარიჩინი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე აქამდე არ იყიდებოდა; შებოლილი მარილი, რომელიც სკანდინავიური საკმაზია; შებოლილი პაპრიკა და ბევრი იშვიათი და საინტერესო სანელებელი გვექნება, რაც ადგილობრივ შეფმზარეულებს, სარესტორნო ინდუსტრიას და უბრალოდ, მომხმარებელს განსხვავებული გემოების განშლის საშუალებას მისცემს“, - ამბობს გიორგი გოგია.
როგორც ცნობილია, ახალი კონცეფციის განახლებული „ბაზარი ორბელიანი“ სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა და ის ადგილობრივ წარმოებებსა და ფერმერულ მეურნეობებს თავისი პროდუქტის წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. გიორგი გოგია აღნიშნავს, რომ დღეისთვის ამ სივრცეში გახსნილი Waime Spices-ის ბრენდული მაღაზიის მიმართ ინტერესი უკვე არის და გამოცდილების მიღების შემდეგ კომპანია სამომავლოდ სანელებლების მაღაზიების ქსელის შექმნას გეგმავს.
“პროექტი თუ გაამართლებს, Waime Spices-ის მაღაზიების ქსელის გაკეთება იგეგმება. დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ გაყიდვების სტატისტიკის ანალიზის შედეგად დეტალები ზუსტად გვეცოდინება“, - აღნიშნა Waime Spices-ის დამფუძნებელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ