მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Waime Spices საქართველოში ბრენდული მაღაზიების ქსელს აფართოებს - ინვესტიცია $50 000-ია

64536941e9c01
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.23 00:30
585
სანელებლების ქართული კომპანია Waime Spices ქვეყანაში ბრენდული მაღაზიების გაფართოებასა და 2 ფილიალის გახსნაზე მუშაობს.

კომპანიის დირექტორი გიორგი გოგია BM.GE-სთან ამბობს, რომ განვითარებისთვის წლის ბოლომდე 50 000 დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და 6 ადამიანი დასაქმდება. Waime Spices-ის ფილიალების გახსნა საბურთალოსა და დიღომში იგეგმება. კომპანია სანელებლების ნაწილს აუთსორსზე აწარმოებს და მომხმარებელს საკუთარი რეცეპტურით მომხმარებელს საკმაზების სხვადასხვა მიქსებს სთავაზობს.

„ამ ეტაპზე ერთ-ერთ დიდ ქსელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ახალი ფილიალები წლის ბოლომდე გაიხსნება.

აუთსორსზე სანელებლების წარმოებისას ყურადღებას ვანიჭებთ, რომ სუნელები ახალი დაფქული და ახალი შეზავებული იყოს, რაც მაღალ არომატული და გემოვნური თვისებების შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ვინაიდან ეთერზეთები, რომლებიც სუნელებშია მოკლე პერიოდში წარმოებისას არ იფანტება. ამასთან, ეს ლოგისტიკასაც ამარტივებს. ძალიან ბევრი პოზიციის სანელებელი მადაგასკარიდან ან შრი-ლანკიდან, ესპანეთიდან კი შებოლილი პაპრიკა და ორეგანო ჩამოგვაქვს. თუმცა ჩვენი საბოლოო მიზანი ადგილობრივი პროდუქტის ხელშეწყობა და ფერმერების გაძლიერებაა“, - უთხრა bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა.

ცნობისთვის: სანელებლების კომპანია Waime Spices საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს და დღეისთვის თბილისში 2 ფილიალს მართავს. კომპანია მომხმარებელს კლასიკურ სანელებლებთან ერთად საფირმო ნაზავებს სთავაზობს. სხვადასხვა დასახელების სანელებლებს ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე - აზერბაიჯანში, ისრაელსა და პოლონეთში ყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები